საზოგადოება

მსოფლიო დღეს 5 ფოტოზე – 12 აგვისტო

13 აგვისტო, 2014 • 1105
მსოფლიო დღეს 5 ფოტოზე – 12 აგვისტო

იეზიდების დემონსტრაცია ჰანოვერში © EPA, JULIAN STRATENSCHULTE 12.08.2014
იეზიდების დემონსტრაცია ჰანოვერში © EPA, JULIAN STRATENSCHULTE 12.08.2014

ასობით იეზიდი გამოვიდა ჰანოვერში, გერმანიაში გამართულ აქციაზე იმ ძალადობის გასაპროტესტებლად, რაც ჩრდილოეთ ერაყში ქრისტიანი იეზიდების მიმართ ახორციელებს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“.

ერაყში მოქმედი ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ საბრძოლო მოქმედებების დროს 500 მეტი იეზიდი მოკლა.  ექსტერიმისტებმა ქალები და ბავშვები ცოცხლად დამარხეს. რეგიონში მცხოვრები 100 ათასობით იეზიდი დევნილად იქცა.  

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით დასავლეთ აფრიკაში 1000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ებოლას ვირუსით. ჯანმოს განცხადებით, ვირუსის მასშტაბების გათვალისწინებით, დასაშვებია ებოლას წინააღმდეგ იმ მედიკამენტების გამოყენება, რომელთაც ჯერ არ გაუვლიათ ტესტირება.

 

მაისური პუტინის გამოსახულებით 25 ევროდ  © EPA, SERGEI CHIRIKOV 12.08.2014
მაისური პუტინის გამოსახულებით 25 ევროდ © EPA, SERGEI CHIRIKOV 12.08.2014

ბრენდის, „ანიავანიას“ მაისურები პუტინის 15 ცნობილი ფოტოს გამოსახულებით მოსკოვში, „ГУМ“-ში იყიდება. რუსული მედიის ცნობით ამ კვირაში რუსეთში პუტინის რეიტინგმა ყველა რეკორდი მოხსნა და 87 პროცენტი შეადგინა. „ბი ბი სის“ კორესპონდენტმა მოსკოვიდან  დღეს სიუჟეტიც მოამზადა, სადაც ნაჩვენებია, როგორ დგანან პუტინის გამოსახულებიანი მაისურის საყიდლად რუსები რიგში.  

ჰოლივუდის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ლერონ გაბლერი სამგლოვიარო გვირგვინზე წერს მიძღვნას რობინ უილიამსისადმი. © EPA, MICHAEL NELSON  12.08.2014
ჰოლივუდის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ლერონ გაბლერი სამგლოვიარო გვირგვინზე წერს მიძღვნას რობინ უილიამსისადმი. © EPA, MICHAEL NELSON 12.08.2014

 

აშშ-ში რობინ უილიამსის გარდაცვალებას გლოვობენ. ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჩრდილოეთ კალიფორნიაში, საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვალილი. პოლიციის წინასწარი ვერსიით 63 წლის უილიამსმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ასე ერთობა „დონბასის“ ბატალიონის უკრაინელი ჯარისკაცი პრორუსი ბოევიკების წინააღმდეგ მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციისას დასვენების დროს, ქალაქ მარინკასთან, დონეცკთან ახლოს.

დონეცკის ოლქში დღის მანძილზე საბრძოლო ქმედებები არ შეჩერებულა. დონეცკში აცხადებენ, რომ შვიდი სამოქალაქო პირია დაჭრილი.   

მასალების გადაბეჭდვის წესი