საზოგადოება

“ფსიქოთერაპიის ვიდეოგადაღება სერიოზულად დააბრკოლებს მშობლებსა და მოზარდებს”

23 აპრილი, 2014 • • 1248
“ფსიქოთერაპიის ვიდეოგადაღება სერიოზულად დააბრკოლებს მშობლებსა და მოზარდებს”

“პრაქტიკა იმისა, რომ იწერენ სეანსებს კლიენტის თანხმობით, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა ჩვენთან იმდენად დისკრედიტებულია ვიდეო-ჩანაწერების კეთება-გამოყენების გამოცდილება, რომ, ვფიქრობ, ვიდეოგადაღებების დანერგვა სერიოზულად დააბრკოლებს მშობლებსა და ბავშვებს/მოზარდებს და შეამცირებს მათ მომართვიანობას. რამდენადაც დღესდღეობით ფსიქოთერაპია, როგორც პროფესია, კანონით არ რეგულირდება, არ არსებობს სამართლებრივი გარანტიები იმისა, რომ ამგვარი ჩანაწერების კეთებისას დაცული იქნება პროფესიული ეთიკა და შესაბამისად, სერვისის მომხმარებელთა უფლებები” -ამბობს ფსიქოლოგი.

 

ჯანა ჯავახიშვილი ფოქრობს, რომ კონფიდენციალობის დაცვის გარანტიის არარსებობა ქვეყნის სპეციფიკური სოციო-პოლიტიკური კონტექსტითაც არის განპირობებული:

 

“ჩვენ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ, სადაც ძალიან მძლავრია თვალთვალისინერცია და მექანიზმები. ამიტომ, ვიდეომასალების ავად გამოყენების რისკი არმცირდება იმ შემთხვევაშიც კი თუ მოსწავლისა და მისი მეურვისგან თანხმობასაიღებენ: რამდენადაც ვიცი, დღეისათვის – როდესაც ეს პრაქტიკა ფაქტობრივად უკვე ინერგება (ვიდეოკამერები უკვე დამონტაჟებულია), ჯერ კიდევ არ არის ცნობილი თუ როგორ იქნება დაცული ვიდეო-ჩანაწერები. ამგვარ პირობებში, თუ არ იქნება დაზუსტებით განსაზღვრული, გამჭვირვალე და პროფესიული ეთიკის დაცვაზე დაფუძნებული ის, თუ ვის, როგორ და რატომ ექნება წვდომა ამ ვიდეოჩანაწერებზე, კონფიდენციალობის დარღვევის რისკები მაღალია“.

 

მისივე თქმით, თუკი მანდატურის ფსიქოლოგიურ სამსახურს სურს მუშაობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, ამისათვის არსებობს, საქართველოს სინამდვილის პირობებში ბევრად უფრო ნაკლები რისკის შემცველი მეთოდები – მაგალითად, სუპერვიზიის ინსიტიტუტი, რომელიც თერაპევტის პროფესიულ დახელოვნებას ემსახურება. მისი განმარტებით, სუპერიზორისათვის აბსოლუტურად არ არის აუცილებელი სასუპერვიზიე კოლეგის მუშაობის უშუალოდ ყურება, რათა მას პროფესიულ ზრდაში დაეხმაროს. ამისთვის მას ეფექტური მეთოდების მდიდარი არსენალი გააჩნია.

 

“არსებობს ასევე ცალმხრივი ხედვის სარკის მეთოდი, როდესაც ინფორმირებულითანხმობის შემთხვევაში თერაპიულ სესიას სხვა სპეციალისტები ადევნებენთვალს, რომლებიც თერაპიული პროცესის მსვლელობისას თუ შემდგომ კოლეგასგარკვეულ რჩევებს აძლევენ. ამგვარი პრაქტიკა არ საჭიროებს ვიდეო-ჩანაწერის გაკეთებას.”

 

გარდა ამისა, ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ესა თუ ის მეთოდი თუ პრაქტიკა, რაოდენ კარგადაც არ უნდა მუშაობდეს საზღვარგარეთ, საჭიროებს პილოტირებას და პილოტირების პროცესში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებას ქართულ კონტექსტში დანერგვისას. ამიტომ, ის ფიქრობს, სასურველი იქნებოდა, რომ კამერა მხოლოდ ერთ ოთახში იყოს დამონტაჟებული და მოხდეს საპილოტე დაკვირვება იმისა, ხომ არ აბრკოლებს ეს კლიენტების მომართვიანობას, როგორ გავლენასახდენს ის თერაპიულ პროცესზე, ხომ არ აქვეითებს თერაპიული პროცესის ეფექტურობას, და მხოლოდ ამის შემდეგ და ამის საფუძველზე მოხდეს მსგავსიინოვაციის დანერგვა.

 

ფსიქოლოგი ამბობს, რომ დასავლური გამოცდილებიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ როგორც თერაპევტს, ასევე მოზარდსა და მის მშობლებს თავად ჰქონდეთ კამერის ჩართვა-გამორთვაზე კონტროლის საშუალება.

 

„მიუხედავად თანხმობისა გადაღებაზე, თერაპია უაღრესად დელიკატური პროცესია და შესაძლოა გაჩნდეს მომენტები, რომელთა დაფიქსირება ან კლიენტს არ ენდომება, ან თერაპევტი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. ამ შემთხვევაში მათუნდა ჰქონდეთ კამერის გამორთვის საშუალება. ანუ – კამერა კი არ უნდა აკონტროლებდეს თერაპიული პროცესის მონაწილეებს, არამედ ისინი თავად უნდა აკონტროლებდნენ კამერას“.

 

ფსიქოლოგის განმარტებით, „თერაპიის პროცესი, გამარტივებულად რომ ვთქვათ,ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრების კონტროლის/მართვის უნარის განვითარებას ემსახურება და რომელი მართვის უნარის განვითარებაზე შეიძლება ლაპარაკი იმ პირობებში, თუ კლიენტსა და თერაპევტს მათი გადამღები ვიდეოთვალის კონტროლის საშუალებაც კი არ მიეცათ? რამდენად დაცულადიგრძნობს თავად თერაპევტი თავს ამგვარ პირობებში? რამდენად იგრძნობს, რომ მისი შესაძლებლობის ფარგლებშია კლიენტის კონფიდენციალობის დაცვა-გაფრთხილება? თუ თერაპევტი ვერ აკონტროლებს ამ პროცესს, მაშინ ის თავადხდება მანიპულირების ობიექტი და როგორ უნდა დაეხმაროს იგი სხვა ადამიანს ცხოვრების მართვის უნარის გამომუშავებაში? გამოდის, ამგვარი პრაქტიკის დანერგვით ჩვენ თერაპევტებს ეფექტურად მუშაობის წინაპირობებს ვაცლით.”

 

მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრი, რომელიც 6-დან 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს ფსიქოთერაპიულ მომსახურებას უწევს, დაახლოებით 2 კვირაში თერაპიული შეხვედრების ვიდეოფირზე გადაღების დაწყებას გეგმავს.

 

 

ჯანა ჯავახიშვილი
ჯანა ჯავახიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი