საზოგადოება

რა სიხშირით დადიან თბილისელები სპორტულ გამაჯანსაღებელ ობიექტებში

11 აპრილი, 2014 •
რა სიხშირით დადიან თბილისელები სპორტულ გამაჯანსაღებელ ობიექტებში

ამ საკითხის კვლევა “ეისითი”–იმ განახორციელა. 

 

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ თბილისელებისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ობიექტებში სიარული არც თუ ისე გავრცელებული ქცევაა – ათიდან ცხრა თბილისის მცხოვრებთა (88%) ბოლო ექვსი თვის მანძილზე საერთოდ არ უვლია სპორტულ,გამაჯანსაღებელ კოპლექსებში.

მონაცემების ასაკის ჭრილში დამუშავებისას გამოვლინდა,რომ ასეთ ადგილებში ძირითადად 18-24 წლის ახალგაზრდები დადიან (34%), 25-55 წლის თბილისელების 10%-ს უსარგებლია გამაჯანსაღებელი კომპლექსებით, 55 წლის და უფრო ასაკოვანი თბილისელები კიდევ უფრო ნაკლებად სარგებლობენ ამ მოსახურებით – მხოლოდ 4% განაცხადა რომ ბოლო 6 თვის მანძილზე სპორტულ-გამაჯანსაღებელ კოპლექსში დადიოდა.

 

კვლევის შედეგად გამოვლინდა 3 მომსახურება, რომლისთვისაც ყველაზე ხშირად მიმართავენ სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსებს – თბილისელთა ის ნაწილი, ვინც ბოლო ექვსი თვის მანძილზე სპორტულ-გამაჯანსაღებელ ობიექტებში დადიოდა, ყველაზე ხშრად ტრენაჟორებზე ვარჯიშობდა (39%), ცურავდა (35%) და დაკავებული იყო აერობიკა/ ფიტნესით (11%). იოგათი, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება თბილისში, ბოლო 6 თვის მანძილზე თბილისელების 2% იყო დაკავებული.


გამოკითხვის თანახმად, თბილისელები სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსებში  თვეში საშუალოდ 175 ლარს ხარჯავენ.

 

გამოკითხვა ჩატარდა 407 ზრდასრულ თბილისელს შორის, 2014 წლის თებერვალში, მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4,75%-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი