„ეს არის ჩვენი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა. ეს არის ის, რისი გაკეთებაც ჩვენ მათთვის შეგვეძლო. დავგეგმეთ საღამო სადაც ყველას შეეძლებოდა მოსვლა და გავამდიდრეთ უკრაინული სიმბოლოებით. ის რაც უკრაინაში ხდება, სულერთი არ არის ჩვენთვის. გვინდა რაღაცნაირად მივაწვდინოთ ხმა, ვუთხრათ მათ, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს უკრაინა და გვაღელვებს მათი ბედი“ – აღნიშნა თაკო მასალკინმა, პრესკაფეში გამართული „უკრანული საღამოს“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
უკრაინულ საღამოზე მისულ სტუმრებს დიდ ეკრანზე აჩვენეს უკრაინაში მიმდინარე პროცესების ამსახველი ფოტოები. გავიდა საინფორმაციო რგოლიც. რომლის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა უკრაინის შესახებ კითხვებს უპასუხეს. გამარჯვებულებმა მიიღეს საჩუქრები: სამკაულები თაკოსგან, რომლებიც სიმბოლურად უკრაინის დროშის ფერებში იყო გადაწყვეტილი და უკრაინული სუვენირები.







