საზოგადოება

თბილისში ყველის ფესტივალი დასრულდა [ფოტო]

20 ოქტომბერი, 2013 • • 1465
თბილისში ყველის ფესტივალი დასრულდა [ფოტო]

ფესტივლი 19 სექტემბერს გაიხსნა და 2 დღეს გაგრძელდა. დაგგეგმილი ღონისძიებები კი ეთნოგრაფიული მუზეუმის 3 ეზოში იყო გადანაწილებული. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ტენილი ყველისა და სვანური ელარჯის დამზადების პროცესს დასწრებოდნენ. ადგილზე ამოავლეს ჩურჩხელებიც.

ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია წარადგინეს კომპანიებმა- სნო, ხარება, თბილღვინო, მარანი, შატო მუხრანი, ჯი-ვი-ესი, კახური ტრადიციული მეღვინეობა, ვაინმენი, ქიმერიონი, თელიანი ველი, შუხმან ვაინს ჯორჯია.

ფესტივალი სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მეყველეთა გილდიის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ქართული ყველის სახლი, კავკასიის განვითარების ბანკი-საქართველო, ფერმერული წარმოების რძის პროდუქტების ხელშეწყობის ფონდი (ფაფ).

მასალების გადაბეჭდვის წესი