საზოგადოება

სერგეენკო: სტომატოლოგიური კაბინეტები ლიცენზირებას დაექვემდებარება

18 ოქტომბერი, 2013 •
სერგეენკო: სტომატოლოგიური კაბინეტები ლიცენზირებას დაექვემდებარება

“ეს საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება. არსებული მდგომარეობით სტომატოლოგიური კაბინეტი არანაირ ლიცენზირებას არ ექვემდებარება, თუმცა დღეიდან ეს წესი შეიცვლება. დღეს ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერი აღჭურვილობისა და ფართით სტომატოლოგიური აქტივობის დაწყება ისე, რომ სამინისტრო საქმის კურსში არ ჩააყენოს და ჩვენ  არ გვქონდა არანაირი ბერკეტი, რომ გაგვეკონტროლებინა, რა ხდებოდა რეალურად,” – განაცხადა სერგეენკომ.

 

მისი თქმით, სტომატოლოგიურ სფეროში დამატებითი რეგულაციების გაჩენა მომსახურების ფასის გაზრდას არ გამოიწვევს:


“რისკების გათვლა მოხდა იმგვარად, რომ ამან არ უნდა გააძვიროს მომსახურება, თუმცა, თუ რისკებს გავთვლით, სასწორის ერთ პინაზე დევს მოქალაქის ჯანმრთელობა, ძალიან მაღალი რისკები C ჰეპატიტის და შიდსის. მეორე მხარეს კი დევს ფასის გაძვირება.”


მთავრობის სხდომაზე დღეს 41 საკითხი განიხილება, აქედან 1 საიდუმლოა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი