საზოგადოება

როგორ უნდა კვებონ ბავშვები ბაგა-ბაღებში – იუნისეფის სახელმძღვანელო

2 თებერვალი, 2018 • 2899
როგორ უნდა კვებონ ბავშვები ბაგა-ბაღებში – იუნისეფის სახელმძღვანელო

მიმდინარე კვირის განმავლობაში საბავშვო ბაღებში კვების საკითხებმა არაერთხელ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება სხვადასხვა კუთხით. სწორედ ამიტომ, გაეროს ბავშვთა ფონდი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებულ კვების სახელმძღვანელოს უზიარებს დაინტერესებულ პირებს, რომელიც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის არის განკუთვნილი.

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური საბვშვო ბაგა-ბაღების მენიუ ახალი სტანდარტის მიხედვით შეიცვალა – მოაკლდა ჯანმრთელობისთვის მავნე შაქარი, გაიზარდა ცილების ოდენობა, თუმცა მშობელთა ნაწილი ამ ცვლილებებით უკმაყოფილოა.

ბაგა-ბაღებში კვების ახალი სტანდარტი, რომელიც ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან შევიდა, პარლამენტის მიერ 2016 წელს დამტკიცებული “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” კანონის მოთხოვნებითაა ნაკარნახევი. გაეროს ბავშვთა ფონდი საჯარო ბაგა-ბაღებში ახალ მენიუს მიესალმება.

UNICEF-ის სახელმძღვანელო – სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი