საზოგადოება

სხვადასხვა კონფესიები წითელ პარასკევს გაერთიანდნენ [Video]

3 მაისი, 2013 • 1834
სხვადასხვა კონფესიები წითელ პარასკევს გაერთიანდნენ [Video]

საქართველოს ევანგელურ–ლუთერანული, ევანგელურ–ბაპტისტური, სომხური სამოციქულო ეკლესიის, კათოლიკური ეკლესიისა და ქრისტეს მხსნელთა არმიის წევრებმა და მრევლმა დილის 9 საათზე სომხური ეკლესიის საკათედრო ტაძარში, მეიდანზე, შეკრება დაიწყეს.

 

მეიდნიდან პროცესია კათოლიკური ეკლესიისკენ დაიძრა. იოსებიძის ქუჩაზე მდებარე ტაძარში მომლოცველებს კათოლიკე მორწმუნეები შეუერთდნენ. პროცესიამ გეზი ევანგელურ–ლუთერანული ეკლესიისკენ აიღო, რის შემდეგაც პროცესიამ მსვლელობა ევანგელურ–ბაპტისტურ ეკლესიაში დაასრულა, სადაც საერთო მსახურება ჩატარდა.

 

მორწმუნეები მიიჩნევენ, რომ ქრისტესთვის მიყენებული ტანჯვა აერთიანებთ, მიუხედავად კონფესიური განსხვავებისა. მალხაზ სონღულაშვილის თქმით, 13 წელია, რაც “ქრისტეს გზას” ეკუმენურად აღნიშნავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი