საპატრიარქოს ინფორმაციით, სინოდის სხდომას არ ესწრებოდნენ: წილკანის და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი დავითი და დმანისის მთავარეპისკოპოსი ზენონი. სინოდის სხდომის თავმჯდომარე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იყო, ხოლო სხდომის მდივანი – ფოთის და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.
“განხილულ იქნა ორი საკითხი: მღვდელმთავართა მოხსენებები ეპარქიებში არსებულ მდგომარეობებზე და ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი დავითის (ტიკარიძის) თხოვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით.
წმ. სინოდმა დააკმაყოფილა მეუფე დავითის სურვილი, მის ნაცვლად ბოდბის ეპარქიის მმართველად დაინიშნა ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი). მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქია კი, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა, კვლავაც კათოლიკოს-პატრიარქს დაექვემდებარა”, – აღნიშნულია განჩინებაში.