სამი წლის წინათ სმოლენსკთან ავიაკატასტროფის შედეგად პოლონეთის პრეზიდენტი, მისი მეუღლე და პრეზიდენტის გუნდის წევრები, სულ 96 ადამიანი დაიღუპნენ. პოლონელები კატინის ტყეში ტოტალიტარული რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალური კომპლექსის მოსანახულებლად მიემგზავრებოდნენ.
2010 წლის 11 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლეხ კაჩინსკის საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. 2008 წლის აგვისტოში, სწორედ პოლონეთის პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველოში რამდენიმე ქვეყნის პირველი პირი სოლიდარიბის ნიშნად ჩამოვიდა.