კველვა საქართველოს შემდეგ უნივერსიტეტებში ჩატარდა: თბილისის სახელმწიფო, სამედიცინო, სოხუმის სახელმწიფო, ტექნიკურ, აგრარულ, შავი ზღვის და საპატრიარქოს უნივერსიტეტებში. ანგარიში საგანმანათლებლო სექტორში სტუდენტთა დისკრიმინაციასა და მათთვის სწავლის ხელმისაწვდომობას ეხება.
სულ გამოიკითხა 700 ადამიანი და შეირჩა ოთხი მიზნობრივი ჯგუფი: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტები, უცხოელი სტუდენტები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტები და სოციალურად დაცველი სტუდენტები.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონდე სტუდენტები:
კვლევის ფარგლებში, ამ ნაწილში სულ 27 სტუდენტი გამოიკითხა. კვლევაში ნათქვამია, რომ ძირითადად პრობლემას წარმოადგენს განათლების ხელმისაწვდომობა და არა დისკრიმინაცია.
კვლევის მიხედვით, უნივერსიტეტების აბსოლუტური უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს აკრედიტაციის მოთხოვნებს ინფრასტრუქტურის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე მორგების მხრივ.
პანდუსების არარსებობა პრობლემას წარმოადგენს გამოკითხულთა 23%–სთვის, სპეციალური საპირფარეშოების არარსებობა პრობლემას ქმნის 8%–სთვის, ინვენტარის მოუხერხებლობა პრობლემურია ასევე 8%–სთვის, ხოლო 61% პრობლემად პასუხს „სხვა“–ს ირჩევს.
რესპონდენტთა 65% –მა კვლევის ფარგლებში აღნიშნა, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობისას არანაირი პრობლემა არ ექმნება, ხოლო 35%–მა აღნიშნა, რომ გარკვეული პრობლემები საზოგადოებასთან ურთიერთობისას ექმნება. პრობლემები ძირითადად უკავშირდება საზოგადოების ნაკლებ ინფორმირებულობას ამ საკითხებთან დაკავშირებით. მაგალითად, ტრანსპორტში შეზღუდული შესაძლებლობები მქონე პირთათვის განკუთვნილი ადგილები ყოველთვის დაკავებულია, ან უნივერსიტეტის ეზოში მოუწესრიგებელი ავტოსადგომი ხელს უშლის ეტლით მოსარგებლეებსა და უსინათლო სტუდენტებს გადაადგილებაში. მიზეზად ასევე დასახელდა ზედმეტი სიბრალულის გამოხატვა და საზოგადოების წევრების მიერ მათთან ურთიერთობისთვის თავის არიდება.
უცხოელი სტუდენტები:
ამ მიმართულებით სულ 204 სტუდენტი გამოიკითხა. ერთ–ერთი მთავარ შეკითხვას კვლევის ფარგლებში წარმოადგენდა ქართველი სტუდენტების დამოკიდებულება უცხოელი სტუდენტების მიმართ: 30 % დადებითად აფასებს ქართველი სტუდენტების დამოკიდებულებას, 37 %- უფრო დადებითად, ვიდრე უარყოფითად, 21 % – არც დადებითად, არც უარყოფითად, 10%- უფრო უარყოფითად, ვიდრე დადებითად, ხოლო უარყოფითად დამოკიდებულებას 2% აფასებს.
შეკითხვაზე, ჰყავთ თუ არა ქართველი მეგობრები, ინტერვიუს მეთოდით გამოკითხული სტუდენტების 23 % აცხადებს, რომ არა, ხოლო ინტერნეტით გამოკითხულთა შემთხვევაში ეს რიცხვი 48%–მდე იზრდება.
ინტერვიუს მეთოდით გამოკითხული სტუდენტების 20% საზოგადოებასთან ურთიერთობისას პრობლემებზე მიუთითებს, ინტერნეტ გამოკითულთა შემთხვევაში ეს რიცხვი 30%–მდე იზრდება.
როდესაც რესპონდენტებს თხოვეს დაეკონკრეტებინათ, თუ რა იყო პრობლემის მიზეზი, გამოკითხულთა ნაწილი პრობლემაში გულისხმობს ენობრივ ბარიერსა და კომუნიკაციის პრობლემებს, ხოლო მეორე ნაწილის პასუხები ეხება რასიზმს, ცინიკურ მოპყრობას და შეურაცხყოფას.
კვლევაში აღნიშნულია, რომ პრობლემა ვლინდება სიძულვილის ენისა და შეურაცხმყოფელი ეპითეტების გამოყენებაში და აღნიშნულია, რომ 60%–ზე მეტი განიცდის ცინიკურ მოპყრობას. ხოლო შეკითხვაზე, მოჰყვა თუ არა რეაგირება საზოგადოების მხრიდან დისკრიმინაციას, 24% პასუხობს, რომ დიახ, ხოლო 76% პასუხობს, რომ არა.
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტები:
ქართული ენის ცოდნის დონეს კარგად აფასებს გამოკითხულთა 51%, ცუდად აფასებს 3%, ხოლო საშუალოდ – 46%.
სასწავლო მასალის ენობრივი აღქმის დონეს გამოკითხული სტუდენტებიდან 65% აფასებს როგორც სრულიად გასაგებს, 28%- უფრო გასაგებს, ვიდრე არა, 6% –სთვის კი მასალები უფრო არ არის გაგსაგები, ვიდრე კი, და მასალები სრულიად გაუგებარია 1%–ისთვის.
ეთნიკურად ქართველი სტუდენტების დამოკიდებულებას დადებითად აფასებს 83%, უფრო დადებითად, ვიდრე უარყოფითად აფასებს 9%, არც დადებითად, არც უარყოფითად აფასებს 7 %, უარყოფითად აფასებს 1 %.
გამოკითხულთა 91%-ს ჰყავს ეთნიკურად ქართველი მეგობრები, ხოლო 9 %-ს არ ჰყავს ეთნიკურად ქართველლლი მეგობრები.
გამოკითხულთა 10 % აცხადებს, რომ პრობლემა აქვს საზოგაადოებასთან ურთიერთობისას. მათი 21% ამბობს, რომ პრობლემას დისკრიმინაციული საფუძველი ჰქონდა, ხოლო 11 % ამბობს, რომ უფრო ჰქონდა დისკრიმინაციული საფუძვეელი, ვიდრე არა. 63%–ს მიაჩნია, რომ პრობლემას არ ჰქონია დისკრიმინაციული საფძუველი, ხოლო 5%-ს მიჩანია, რომ უფრო არ ჰქონია დისკრიმინაცილი საფუძველი, ვიდრე კი.
სოციალურად დაუცველი სტუდენტები:
შეკითხვაზე, რა ტიპის შეღავათებით სარგებლობენ სტუდენტები, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: გამოკითხულთა 62%–ს სწავლის საფასური მთლიანად უნაზღაურდება, ხოლო 4%–ს – ნაწილობრივ. რესპონდენტთა 14,5% არ სარგებლობს არანაირი შეღავათით. 8% იღებს ფასდაკლებას სახელმძღვანელოებზე და არავინ სარგებლობს უფასო სახელმძღვანელოებით. 15 % კი „სხვა ტიპის“ შეღავათებით სარგებლობს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემას სოციალურად დაუცველთა ჯგუფი არ განცდის, მხოლოდ მცირე ნაწილი (4%) მიიჩნევს, რომ ძირითადად უთანხმოება იქმნება ადმინისტრაციის მხრიდან, კონკრეტულად ლექტორების, დეკანატში მომუშავე პერსონალისგან და უნივერსიტეტში დასაქმებული სხვა თანამშრომლბის მხრიდან.
კითხვაზე, შეუმჩნევიათ თუ არა პირადად სხვა სტუდენტებისგან გამორჩევა, 87%-მა უპასუხა, რომ არასოდეს შეუმჩნევია, 8,83%-მა აღნიშნა, რომ იშვიათად. 2.94%-მა აღნიშნა, რომ ზოგჯერ, ხოლო 1%–ზე ნაკლებმა უპასუხა, რომ ხშირად.
კვლევის მიხედვით გამოკითხხულ სტუდენტთა 79% დაუსაქმებელია, ხოლო დასაქმებულ სტუდენტთა მხოლოდ 20%–ს მიაჩნია, რომ მისი ანაზღაურება საკმარისია იმისთვის, რომ თავი დამოუკიდებლად იგრძნოს, 36%-სთვის ხელფასი დამოუკიდებლობის შეგრძნებას არ ანიჭებს.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რეკომენდაციები შემუშავდა.








