საზოგადოება

მილიარდი ამბოხებული- აქციას საქართველოც მიუერთდა

12 თებერვალი, 2013 • 1178
მილიარდი ამბოხებული- აქციას საქართველოც მიუერთდა

2013 წლის 14 თებერვალს მსოფლიოში პირველად ტარდება გლობალური კამპანია „მილიარდი ამბოხებული“, რომლითაც ივ ენსლერს –  (ცნობილი დრამატურგი და აქტივისტი, „ვაგინა მონოლოგების“ ავტორი),  კამპანიის იდეის ავტორს და ინიციატორს, უნდა მთელ მსოფლიოს უჩვენოს ქალთა სოლიდარობა და უამრავი ქალის ერთობლივი ძალისხმევა თავიანთი უფლებების დაცვისთვის.

კამპანია გულისხმობს გლობალურ ქმედებას, რომელიც მთელ მსოფლიოს უჩვენებს ქალთა მრავალრიცხოვნებას საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლაში. აქციის ინიციატორები მოუწოდებენ მილიონობით ქალს გამოვიდნენ სახლებიდან, სამსახურებიდან და გაერთიანდნენ იმისთვის, რომ იცეკვონ და მოახდინონ ერთიანი ძალის დემონსტრირება სამართლიანობის აღდგენის, ძალადობის დაგმობისა და გენდერული თანასწორობისათვის.


საქართველო უერთდება ამ კამპანიას და 2013 წლის 14 თებერვალს, 15:00 სთზე, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე,  ქალთა ფონდის ინიციატრივით მოეწყობა პერფომანსი  –      One Billion Rising  (მილიარდი ამბოხებული).   (ავტორი: ორგანიზაცია „იდენტობა“).                             

პერფომანსი გაიმართება ქალთა ფონდის პროექტის “Women’s Rights – Art in Action” ფარგლებში, რომლის მიზანია ქალთა საკითხებისადმი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მგრძნობელობის გაზრდა. პროექტი ხორციელდება  საქართველოში ესტონეთის საელჩოს  მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში ქალთა ფონდი იწყებს ქალთა საკითხებისადმი საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას და პერფომანსიც “მილირდი ამბოხებული”  სწორედ ამ მიზნით გაიმართება.


კიდევ ერთი აქტივობა ქუჩის პერფომანსია: Break The Chain (გაწყვიტე ჯაჭვი).
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში 16 თებერვალს 16:00 სთ–ზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართება პერფომანსი Break The Chain (გაწყვიტე ჯაჭვი).  

პროექტის ფარგლებში   გალერეაში „არტ ავენიუ“ გაიხსნება ქართველი ქალი არტისტების ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით,  Auto Nomos  (პირადი კანონი), თემაზე  – ქალთა სექსუალური უფლებები და გამოცდილებები. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ფორმატში შესრულებული ნამუშევრები (ფოტო, ვიდეო, ფერწერა, გრაფიკა, ინსტალაცია, პოსტერი, შერეული მედია, სხვა).

მასალების გადაბეჭდვის წესი