საზოგადოება

სიძულვილის ენასთან ბრძოლის რა ფორმებზე საუბრობენ პარლამენტარები [Video]

31 ოქტომბერი, 2012 • 1506
სიძულვილის ენასთან ბრძოლის რა ფორმებზე საუბრობენ პარლამენტარები [Video]

დავით დარჩიაშვილის თქმით, შესაძლოა, სისხლის სამართლის კოდექსში ამ მიმართულებით რაღაც იყოს შესაცვლელი:

„ეთნიკური, ან რაიმე სხვა ნიშნით დანაშაულის ჩადენა უფრო მძიმე დანაშაულია, ვიდრე ამის გარეშე, მაგრამ გეთანხმებით, რომ ამაზე მეტია სამუშო და შეიძლება იგივე სისხლის სამართლის კოდექსში რაღაც იყოს გასაკეთბელი ამ მიმართულებით იმიტომ, რომ სიძულვილის ენა არის შემდგომი დანაშაულების სერიოზული ნიადაგი”.

დარჩიაშვილის თქმით, მარტო სისხლის სამართლის დევნით ეს საკითხი ვერ გადაწყდება:

„აუცილებელია, მე ვიტყოდი, ოჯახიდან და სკოლიდან ამ ყველაფრის სწავლა. ამ მხრივ რომ ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს, ეს ცალსახაა”.

ლევან ბერძენიშვილის აზრით, სიძულვილის ენის კრიმინალიზაცია ძალიან რთულია, რადგან საზღვარი გადის გამოხატვის თვისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის. მისი თქმით, ძნელია დაადგინო, საიდან იწყება სიძულვილის ენა და სად მთავრდება: 

 

„სიძულვილის ენა არის მორალის სფეროში, ეს ვერაფრით გახდება კანონის სფეროში. ეს მეტისმეტი შეჭრა იქნებოდა იურისპრუდენციისა ჩვენს ცხოვრებაში.” 

მისივე განმარტებით, საზოგადოებრივი კონტროლი ამ ეტაპზე საუკეთესო იარაღია:

 

„ამას უნდა დავუპირისპირდეთ იმით, რომ ეს სირცხვილი უნდა იყოს, ასეთ რამეს რომ იტყვის კაცი, მას უნდა საზოგადოებისგან ჰქონდეს განყენების გრძნობა მაინც, ანუ ვიღაცამ უნდა შეარცხვინოს.“

მთავარ პრობლემას კი დეპუტატი განათლების არქონაში ხედავს. მისი ხედვით, პრობლემის გადაჭრა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებით იქნება მიღწეული: 

“როგორც წესი, განათლებული ადამიანი მეორე ადამიანზე, უცხოზე ფიქრობს, რომ ის საინტერესოა, ხოლო გაუნათლებელი ფიქრობს, რომ უცხო უნდა გაანადგუროს. ამიტომ გაუნათლებელ ადამიანს უფრო ახასიათებს სიძულვილის ენა.“

მასალების გადაბეჭდვის წესი