საზოგადოება

ფეისბუქის მომხმარებელი ამერიკელი ახალგაზრდები წიგნებს აქტიურად კითხულობენ

24 ოქტომბერი, 2012 • 955
ფეისბუქის მომხმარებელი ამერიკელი ახალგაზრდები წიგნებს აქტიურად კითხულობენ

როგორც აღმოჩნდა, ათიდან 8 ახალგაზრდას ბოლო წლის მანძილზე ერთი წიგნი მაინც წაუკითხავს, ხოლო ათიდან ექვსს ადგილობრივი ბიბილიოთეკით უსარგებლია. 

ასევე დადგინდა, რომ ამ ასაკის ახალგაზრდების უმეტესობა სკოლის ან კოლეჯის მოსწავლეა და ბიბლიოთეკას ძირითადად სასწავლო წიგნების მოსაძიებლად იყენებს.

წიგნს ახალგაზრდების 83% კითხულობს, აქედან 75% ნაბეჭდ წიგნებს, ხოლო 19% ელექტრონულ წიგნებს კითხულობს, 11% კი აუდიოწიგნებს უსმენს.

რაც უფრო იზრდება ასაკი, მით უფრო იზრდება მათი რიცხვი, ვინც წიგნს საკუთარი სიამოვნებისთვის კითხულობს და არა მოვალეობის გამო, ზოგადად კი ახალგაზრდები წიგნებს რამდენიმე მიზნით კითხულობენ– სამსახურის ან სასწავლო დაწესებულების დავალებების შესასრულებლად, სიამოვნებისთვის, იმისთვის, რომ არ ჩამორჩნენ მიმდინარე მოვლენებს და სპეციფიკური საკითხების კვლევისთვის.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი