საზოგადოება

ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე თბილისშიც აღნიშნეს [VIDEO]

4 ოქტომბერი, 2012 • 3831
ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე თბილისშიც აღნიშნეს [VIDEO]

ცხოველთა საერთაშორისო დღედ 4 ოქტომბერი 1931 წელს დაწესდა და მას შემდეგ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება.

თბილისში ამ დღესთან დაკავშირებით დაახლოებით 15–მდე ცხოველთა დამცველი ფილარმონიასთან ტრანსპარანტებით შეიკრიბა, რომელზეც ინგლისურად და ქართულად ეწერა– “ჩვენ გვიყვარს ცხოველები”, “ცხოველებს აქვთ უფლებები”. აქციაზე რამდენიმე მონაწილე საკუთარ შინაურ ცხოველთან ერთად მოვიდა.

აქციაზე იმყოფებოდა ცხოველთა დაცვის საზოგადოება “ბუნების შვილების” წარმომადგენელი გულიკო ფუტკარაძე, რომელსაც აეროპორტთან ახლოს აქვს შემოსაზღვრული ტერიტორია, სადაც 40 ძაღლს და დაახლოებით 10 კატას უვლის.

შეკრებილმა ადამიანებმა მას ცხოველებისთვის შემოწირულობა გაატანეს საჭმლის და სხვადასხვა მოვლის საშუალებების სახით.

მასალების გადაბეჭდვის წესი