საზოგადოება

საქართველოს პასუხისმგებლობა ბავშვთა სიკვდილიანობაზე

14 სექტემბერი, 2012 • 1796
საქართველოს პასუხისმგებლობა ბავშვთა სიკვდილიანობაზე

საქართველო უერთდება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს, რომლებიც პირობას დებენ, აღმოფხვრან ბავშვთა სიკვდილიანობის შემთხვევები, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელია, ამის შესახებ განცხადებას გაეროს ბავშვთა ფონდი, იუნისეფი ავრცელებს. 

 

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველომ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებთან ერთად პასუხისმგებლობა აიღო აღმოფხვრას ბავშვთა სიკვდილიანობის შემთხვევები, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელია.

 

“ამით იგი შეუერთდა გლობალურ კამპანიას ბავშვთა გადასარჩენად: „ვალდებულება ბავშვთა გადასარჩენად: განახლებული დაპირება.“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ბ–ნმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ხელი მოაწერა აღნიშნულ დაპირებას და განახლებულ ვალდებლებას, რომელიც ითავლისწინებს, საქართველოში ყველა ბავშვს, სიცოცხლის საუკეთესო დასაწყისი ჰქონდეს,”- ნათქვამია იუნისეფის განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი