2012 წლის 1 სექტემბერიდან ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების შემდეგ, სექტემბრიდან ქვეყანაში დაზღვეულთა რაოდენობამ მთლიანობაში 2.4 მილიონს მიაღწია, რამაც 200% -ით გაზარდა სამედიცინო დაწესებულებში მიმართვიანობა. სტატისტიკური მონაცემების შესახებ ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს.
მისივე განმარტებით სამედიცინო მომსახურებით დღეში 12 000-ზე მეტი ახალი დაზღვეული სარგებლობს.
შეგახსენებთ, რომ ახალმა სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამამ მიმდინარე წლის სექტემბრიდან ყველა ასაკობრივი პენსიონერისა და 0-5 წლამდე ბავშვის სამედიცინო დაზღვევა მოიცვა.







