საზოგადოება

H1N1 მუტაციის შემთხვევაში შესაძლოა ადამიანებზეც გავრცელდეს

22 ივნისი, 2012 •
H1N1 მუტაციის შემთხვევაში შესაძლოა ადამიანებზეც გავრცელდეს

მკვლევარებმა ხუტი ტიპის გენეტიკური ცვლილება გამოავლინეს, რომლის განცდის შემთხვევაშიც ვირუსი შესაძლოა სასიკვდილო პანდემიის სახით ადამიანებშიც გავრცელდეს.

თუმცა მკვლევარების განცხადებით ასეთი ცვლილებები, მიუხედავად თეორიული შესაძლებლობისა, ჯერ არ დაფიქსირებულა.

ამერიკის შეერთებული შტატების სააგენტო ცდილობდა პუბლიკაციის ის ნაწილი დაებლოკა სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ შეიძლება ვირუსმა გენეტიკური ცვლილებები განიცადოს, სააგენტოს აზრით ეს შესაძლოა ტერორისტებმა ბიოიარაღად გამოიყენონ.

ნიდერლანდების სამედიცინო ცენტრის პროფესორის რონ ფუნჩიერის განცხადებით კი ვირუსების ამ დონეზე შესწავლა აუცილებელია, რადგან საშუალებას იძლევა წინასწარ შემუშავდეს პრევენციის ზომები.

H1N1 ტიპის ვირუსითი მსოფლიოში ათობით მილიონი ფრინველია დახოცილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი