საზოგადოება

ვიზუალური აკრძალვა სიგარეტის კოლოფზე

19 ივნისი, 2012 • • 2472
ვიზუალური აკრძალვა სიგარეტის კოლოფზე

ყველა სიგარეტის კოლოფზე ამკრძალავი ნიშანია დატანებული, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სიგარეტის მავნებლობის შესახებ, ზოგიერთ კოლოფზე კი ”საშინელი” სურათია გამოსახული, რაც აჩვენებს იმ შედეგებს, რაც აქტიურ მწეველობას მოსდევს. კვლევამ აჩვენა, რომ ვიზუალური მასალა გაცილებით ეფექტურად მუშაობს მწეველებზე, ვიდრე  ამკრძალავი წარწერა.  

პენსილვანიის უნივერისტეტის მეცნიერების ექსპერიმენტში 200 მოხალისე მონაწილეობდა. კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხული რესპონდენტების 83% გაცილებით უკეთ იმახსოვრებდა ვიზუალურ სურათებს, ვიდრე  წარწერებს. გამაფრთხილებელი წარერა კი ექსპერიმენტში მონაწილე მხოლოდ 50%-ის მეხსიერებაში დარჩა.

უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით დაადგინეს ისიც, რომ მნიშვნელოვანია, თუ რამდენ წამს აყოვნებს მზერას მწეველი ამკრძალავ ნიშანზე. ეს განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად კარგად იმახსოვრებს მომხმარებელი მას. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ რაც უფრო სწრაფად ჩერდება მწეველის მზერა ამკრძალავ ნიშანზე, მით უფრო ყურადღებით ათვალიერებს თავად სურათს, ეს კი ზრდის შანსს, რომ მწეველები სწორად დაიმახსოვრებენ ამკრძალავ ინფორმაციას.

”დადგინდა, რომ ვიზუალურ ამკრძალავ ნიშნებს აშკარა სარგებელი აქვს. ასევე მივიღეთ ახალი ინფორმაცია, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, გავზარდოთ ასეთი გამაფრთხილებელი სურათების ეფექტიანობა,” – განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა პროფესორმა ენდრიუ სტრასსერმა.

ამერიკის ჯანდაცვის სანიმისტრომ განკარგულება გასცა, რომ გამაფრთხილებელი სურათები დატანებული იყოს ყველა სიგარეტის კოლოფზე უკვე სექტემებრში, თუმცა სიგარეტის მწარმოებელმა კომპანიებმა ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი