მკვლევარების აზრით, რისკი დაახლოებით 15%-ით მცირდება ისეთი რთული სახის კანის კიბოს შემთხვევაშიც კი, როგორიცაა ე.წ. ავთვისებიანი მელანომა.
კვლევა დანიაში ჩატარდა და მასში დაახლოებით 200 000 ადამიანი მონაწილეობდა.
როგორც აღმოჩნდა, ის ადამიანები, ვინც გულის დაავდებების, ართრიტის ან რაიმე სხვა პრობლემის გამო ასპირინს სისტემატურად იღებდნენ, კანის კიბოთი ნაკლებად ავადდებიან. რაც უფრო დიდხანს იღებდა პაციენტი ასპირინს, მით უფრო მეტად იყო დაცული კანის ამ დაავადებისგან.
თუმცა ექსპერტები კანის კიბოსგან დაცვის საუკეთესო საშუალებად ჯერჯერობით მაინც კანის დამცავ კრემებს მიიჩნევენ და პრობლემის თავიდან ასარიდებლად ხალხს დიდი ხნით მზეზე გაჩერებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.