საზოგადოება

მკვლევართა მტკიცებით, კალციუმის მიღება ინფარქტის რისკს ზრდის

25 მაისი, 2012 • 1467
მკვლევართა მტკიცებით, კალციუმის მიღება ინფარქტის რისკს ზრდის

გერმანიაში, ჰაიდელბერგში მდებარე “კიბოს კვლევის ცენტრის” წარმომადგენლები 24 000–მდე ადამიანს ათწლეულების მანძილზე აკვირდებოდნენ, საბოლოოდ მათ შედარება მოახდინეს და აღმოჩნდა, რომ გულის შეტევის შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტი იყო იმ ადამიანებში, ვინც კალციუმს იღებდა.

ექიმები კალციუმის მიღებას ძირითადად ხანდაზმულ ადამიანებს ურჩევენ ძვლების გამაგრებისთვის, რადგან მათ ასაკში მოტეხილობების რისკი მაღალი და მეტად საშიშია, ვიდრე ახალგაზრდებში.

კალციუმის ტაბლეტების მიღება რეცეპტის გარეშეც დასაშვებია, თუმცა კვლევაში, რომელიც ერთ–ერთ გერმანულ სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ კალციუმის მიღებისას “აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა”.

ექსპერტების განცხადებით, მანამდე, სანამ ადამიანი კალციუმის მიღებას დაიწყებს, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია – ისინი კალციუმის მომხმარებლებს დაბალანსებული დიეტის დაცვასაც ურჩევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი