საზოგადოება

მე-13 მუხლი

7 ნოემბერი, 2011 • 1520
მე-13 მუხლი

უმაღლესი საბჭო გაყალბებული კანონით აირჩიეს, რაც ამ ორგანოს დათხოვნის საფუძველი შეიძლება გახდეს. უმაღლესი საბჭოდან გამოთხოვილ მასალაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ წინა მოწვევის დეპუტატებმა საარჩევნო კანონში ცვლილებები სესიაზე სხვა რედაქციით მიიღეს, ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში კი სხვა რედაქცია გამოქვეყნდა.

საარჩევნო კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენა უმაღლეს საბჭოში 2008 წლის 25 ივლისს შედგა. 30 ივლისს წინა მოწვევის დეპუტატებმა იგი მეორე და მესამე მოსმენით მიიღეს. კანონში შეტანილი ერთერთი ცვლილების მიხედვით, საკრებულოს წევრს უფლებამოსილების მოხსნის გარეშე არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცა. ეს საკითხი კი უმაღლეს საბჭოში კენჭისყრაზე არ გაუტანიათგაზეთიაჭარა” (31 ივლისი 2008 წელი): “მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:…უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის თაობაზე უმაღლესი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ შემდეგი თანამდებობის პირები

) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს წევრები, აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელები”.უმაღლესი საბჭოდან ოფიციალურად გამოთხოვილი აუდიოჩანაწერის მიხედვით, კანონპროექტის სამივე მოსმენა დაახლოებით ოთხ საათსა 30 წუთს გაგრძელდა. მე-13 მუხლს პირველი მოსმენის დროს დეპუტატები ერთხელ განიხილავენ, თუმცა საკრებულოს წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე არ საუბრობენ. მნიშვნელოვან ინფორმაციას მეორე მოსმენის აუდიოჩანაწერი შეიცავს. ცვლილებათა პროექტი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მაშინდელმა მოადგილემ _ რაულ თავართქილაძემ წარადგინა.

30 ივლისის სხდომის მე-16 და მე-17 წუთის აუდიოჩანაწერირაულ თავართქილაძე: “მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციითამ მუხლთან დაკავშირებით მთლიანობაში ჩავიკითხოთ, თუ გაქვთ შენიშვნები? გასაგებია?… _აქ ვის აქვს უფლება, მიიღოს მონაწილეობა, იმასთან დაკავშირებით არის საუბარი

რაულ თავართქილაძე: “მე-5 გავიარეთ, ხო?. მე-6…” ხათუნა სამნიძე: “ბატონო რაულსაკრებულოს წევრი უნდა გადადგეს?”; იოსებ ხიმშიაშვილი: (ნაციონალური მოძრაობა): “წევრი არა, ხელმძღვანელები”რაულ თავართქილაძე: “ხელმძღვანელი პირები, წევრი _ არა. აქ თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებზეა საუბარი”ავთანდილ ბეჟანიძე (ნაციონალური მოძრაობა): “წერია და ნახეთ”;

აუდიოჩანაწერის მიხედვით, მე-13 მუხლთან დაკავშირებით წყდება საუბარი (ეს მუხლი ოპოზიციისა და ნაცმოძრაობის უმრავლესობის შეთანხმების საგანია) და დეპუტატები სხვა მუხლის განხილვაზე გადადიან.

უმაღლესი საბჭოდანბათუმელებისთვის” მოწოდებულ ამავე სხდომის სტენოგრამულ ჩანაწერში კი ეს დიალოგი არ არის, ანუ საბჭოს მიერ მოწოდებული სხდომების აუდიოჩანაწერი წინააღმდეგობაში მოდის დოკუმენტაციასთან.

აუდიოჩანაწერის გაშიფრვით დგინდება, რომ მეორე მოსმენის დროს სადავო პუნქტი წარმოდგენილი იყო შემდეგი რედაქციით: “) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელი პირები”; რაც იმას ნიშნავდა, რომ საკრებულოს რიგით წევრს უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად თანამდებობის დატოვება არ მოუწევდა. ასეა ჩამოყალიბებული ეს პუნქტი დეპუტატებისთვის მეორე მოსმენის წინ დარიგებულ ხელმოწერილ კანონპროექტშიც. მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ კითხვა საკრებულოს წევრებთან დაკავშირებით მაინც დასვა.

ხათუნა სამნიძე: “2005 წლის 5 აგვისტოს უმაღლესმა საბჭომ ცვლილება შეიტანა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ კანონში, რითაც უმაღლესი საბჭოს წევრს უფლებამოსილების შეწყვეტის გარეშე საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირების უფლება ჩამოართვა. ჩვენი პარტიის წევრმა _ გია მასალკინმა ამ ცვლილების გამო შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში კენჭი ვერ იყარა. უმრავლესობამ მაშინ მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც ორგანულ კანონს ეწინააღმდეგებოდა. აქედან გამომდინარე, გარკვევით ვიკითხე _ ჰქონდა თუ არა საკრებულოს წევრს უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება და პასუხი მივიღე, რომ _ კი”.

მურმან დუმბაძე: “ეს კანონი მე-2, მე-3 მოსმენით 30 ივლისს მივიღეთ და შავით თეთრზე ჩავწერეთ, რომ არჩევნებში უფლებამოსილების შეწყვეტის გარეშე ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირები. 31 ივლისს გაზეთაჭარაში” გამოქვეყნდა კანონი, რომელშიც საპირისპირო ეწერა. ლევან ვარშალომიძის ხელმოწერის შემდეგ ეს სავალდებულო საკანონმდებლო აქტი გახდა. მოვითხოვეთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მიხეილ მახარაძისა და ლევან ვარშალომიძის მიმართ. მასალები კვლევაში მიიღეს, მაგრამ თაროზე შემოდეს. უმაღლესი საბჭო ყალბი კანონით აირჩიეს”.

პეტრე ზამბახიძე (საკონსტიტუციო, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე): “საარჩევნო კანონის მე-13 მუხლზე პირველი მოსმენის დროს იყო საუბარი. კანონპროექტის პირველ ვარიანტში სადავო მე-13 მუხლი იყო რედაქციით: საკრებულოს წევრებს აქვთ უფლება, იყარონ კენჭი უმაღლესი საბჭოს არჩევნებში უფლებამოსილების შეწყვეტის გარეშე. მეორე მოსმენისთვის ეს გასწორდა. საკრებულოს წევრი და საკრებულოს ხელმძღვანელი რანგით ერთია, არჩევითობის პრინციპს ვგულისხმობ. არასწორი იქნებოდა ერთის შეზღუდვა და მეორის _ არა. ამ ცვლილებით ისინი თანაბარ პირობებში ჩავაყენეთ”.

პეტრე ზამბახიძე აუდიოჩანაწერის მე-17 წუთზე გამართულ დიალოგს იმით ხსნის, რომ მეორე მოსმენაზე შესწორებული ვარიანტის ნაცვლად პირველი ვარიანტი დარიგდა.

პეტრე ზამბახიძე: “რეალურად დარღვევა იყო ის, რომ საკითხი რაულ თავართქილაძემ გამოიტანა. არ ჩატარებულა შესაბამისი პროცედურები, ვითხოვდი სხდომის გადადებას, მაგრამ არ გაითვალისწინეს, რაც იყო რეგლამენტის დარღვევა. რაულ თავართქილაძეს ჰქონდა შესწორებული ვარიანტი, მაგრამ კითხვას რატომ გასცა პასუხი პირველი ვარიანტის მიხედვით, ჩემთვის გაუგებარია”.

პეტრე ზამბახიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არჩევნების შესახებ კანონპროექტში ცვლილება პირველ და მეორე მოსმენას შორის გამართულ კომიტეტის სხდომაზე შევიდა.

დოკუმენტაციაში არის 29 ივლისს ჩატარებული კომიტეტის სხდომის ოქმი #11, სადაც მე-13 მუხლის გ” პუნქტი და 24- მუხლი ჩამოყალიბებულია იმ რედაქციით, რომელიც შემდეგ გაზეთ აჭარაში” დაიბეჭდა (ამ სხდომას არ ესწრებოდა კომიტეტის ერთადერთი ოპოზიციონერი წევრი _ დავით ბაციკაძე).

2008 წლის 30 ივლისის სხდომის 48- წუთის აუდიოჩანაწერი:

რაულ თავართქილაძე: “…შევიდეს ცვლილება ამ მუხლში და უფლებამოსილებაშიც შევიდეს ცვლილება, რომ ის 7 წევრი დამატებული უსკოში, იქნება დაფინანსებული მხოლოდ არჩევნების დროს”;

ხათუნა სამნიძე: “სად წერია ეგ, ბატონო რაულ? სად არის შეცვლილი?”;

რაულ თავართქილაძე: “შენ არ ესწრებოდი კომიტეტის სხდომას”;

ხათუნა სამნიძე: “კომიტეტის სხდომაზე რა მოხდა, წესით, არ უნდა მაინტერესებდეს. ჩვენ გვაქვს მეორე მოსმენით მიღებული კანონი, სადაც წერია ის, რაც მე წავიკითხე. პირველი მოსმენით ეს არავის განუხილავს და თუ თქვენ თვითნებურად ცვლით ამ მუხლს, მაშინ ესეც შეგვატყობინეთ”;

რაულ თავართქილაძე: “ჩვენ ამასთან დაკავშირებით განვიხილეთ და შევჯერდით. გუშინ და გუშინწინ ჩავატარეთ კომიტეტის სხდომა”;

დავით ბაციკაძე: “არ ჩაგიტარებიათ”;

რაულ თავართქილაძე: “შენ არ იყავი, დათო. კომიტეტის სხდომის ოქმი ნახე, სანამ პეტრე წავიდოდა, ჩავატარეთ. ნახეთ კომიტეტის სხდომის ოქმი”;

ხათუნა სამნიძე: “ან მივიღებთ, ან კენჭისყრაზე დავაყენოთ ალტერნატიული წინადადება”.

გამოდის, რაულ თავართქილაძეს შესწორებული ვარიანტი აქვს კანონპროექტისა (რომელშიც ჩასწორებულია 24- მუხლი), თუმცა მე-13 მუხლის სადავოგ” პუნქტში ცვლილება არ არის შეტანილი. რაულ თავართქილაძებათუმელებთან” ამბობს, რომ კონკრეტული რიცხვები არ ახსოვს, რა როდის მოხდა, თუმცა იცის ის, რომ დოკუმენტურად ყველაფერი წესრიგშია.

რაულ თავართქილაძე: “არ გამოვრიცხავ, განხილვების დროს დავუშვი შეცდომა, ეს მაინც ზეპირი განხილვაა, მაგრამ ზუსტად მახსოვს, კომიტეტის სხდომაზე ეს საკითხი განვიხილეთ და მეორე მოსმენით სხდომაზე უმრავლესობასაც და ოპოზიციასაც შესწორებული ვარიანტი ედოთ”.

აუდიოჩანაწერის მიხედვით, ხათუნა სამნიძეს ზუსტად ისეთივე განმარტებას, როგორიც თავართქილაძემ მისცა, უმრავლესობის კიდევ ორი წევრი აძლევს _ იოსებ ხიმშიაშვილი და ავთანდილ ბეჟანიძე.

რაულ თავართქილაძე: “ხშირად ხდება, რომ ერთი ამბობს და დანარჩენები იმეორებენ”.

ფაქტს, რომ საორგანიზაციო კომიტეტმა შეცდომით დაარიგა ცვლილებათა კანონპროექტის პირველი ვარიანტი (ზამბახიძის განმარტება), თავართქილაძე ვერ იხსენებს და ამბობს, რომ მას უკანონო ქმედება არ ჩაუდენია. თავართქილაძეს ზუსტად არც იმ კომიტეტის სხდომის ჩატარების თარიღი ახსოვს, როცა კანონის მე-13 მუხლისგ” პუნქტი ჩასწორდა.

უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 91- მუხლი დეპუტატებს ავალდებულებთ, მხოლოდ მეორე მოსმენის დროს გამოთქმული შენიშვნები გადასცენ წამყვან კომიტეტს და კანონპროექტში სწორედ ეს შენიშვნები აისახოს ხუთი დღის ვადაში, მესამე მოსმენაზე.

მეორე და მესამე მოსმენას შორის გამოთქმული შენიშვნების გასათვლისწინებლად კი დეპუტატებს მხოლოდ ერთწუთიანი შუალედი ჰქონდათ. აუდიოჩანაწერის მიხედვით, 30 ივლისს დეპუტატები დარბაზში ბრუნდებიან და ალტერნატიულ წინადადებებს აყენებენ კენჭისყრაზე. ამ წინადადებებს შორის არ არის მე-13 მუხლში შესული ცვლილება. შესაბამისად, საკითხი კენჭისყრაზე არ დამდგარა. შემდეგ სხდომის სპიკერი, მიხეილ მახარაძე, დეპუტატებს მოუწოდებს, კენჭი უყარონ ცვლილებათა პროექტს მეორე მოსმენით. ზუსტად ერთ წუთში დეპუტატები არჩევნების შესახებ კანონში ცვლილებებს და დამატებებსაც იღებენ, მესამე მოსმენით.

ცვლილებათა პროექტი, რომელსაც ამავე დღეს ხელს აწერს ლევან ვარშალომიძე, რამდენიმე საათში გამოსაქვეყნებლად გადაეცა ბეჭდვით ორგანოს.

ფაქტია, რომ მეორე მოსმენის დროს დეპუტატებმა მე-13 მუხლისგ” პუნქტი განიხილეს და მიიღეს იმ რედაქციით, რომელიც შემდეგ კანონში არ აისახა. უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის თანახმად (მუხლი 146): “დაუშვებელია უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის ან დადგენილების პროექტისუმაღლესი საბჭოს სხვა დოკუმენტების გადაკეთება ან გასწორება საბოლოო კენჭისყრის შემდეგ. აღნიშნული ქმედების განხორციელება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას”.

გიორგი მასალკინი: “როდესაც მე-13 მუხლის ეს რედაქცია ვნახეთ გაზეთში, ოპოზიციურ დეპუტაციას აუდიენცია გვქონდა მიხეილ მახარაძესთან. პირობა მივიღეთ, რომ საკითხის გადახედვის შემდეგ შეცდომა გასწორდებოდა”.

აჭარის ტელევიზიის არქივში დაცულ ვიდეომასალში დავით ბაციკაძე და მიხეილ მახარაძე ინტერვიუებში აღნიშნავენ, რომ არჩევნების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ვნებათაღელვის საგანი მხოლოდ ერთია _ უსკოს დაკომპლექტებისა და დაფინანსების საკითხი.

რეგლამენტით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე _ ლევან ვარშალომიძე უფლებამოსილია, უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონი დაიწუნოს და უკან დააბრუნოს.

მურმან დუმბაძე: “ეს არ გააკეთეს, რადგან კანონპროექტს ხელმეორედ უნდა გაევლო პროცედურებიარჩევნების თარიღი იყო გამოცხადებული და ნაცმოძრაობა ჩქარობდა”.

მე-13 მუხლის გამო ძიება უკვე ერთი წელი და სამი თვეა მიმდინარეობს. უმაღლესი საბჭოს ოპოზიციურმა დეპუტაციამ (ხათუნა სამნიძემ, გია მასალკინმა და მურმან დუმბაძემ) პროკურატურას 2008 წლის 2 აგვისტოს მიმართა, აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის _ მიხეილ მახარაძისა და აჭარის მთავრობის თავჯდომარის _ ლევან ვარშალომიძის წინააღმდეგ.

ბათუმელებმა” გაარკვია, რომ საქმე #170.08.8003, ქვემდებარეობის გამო აჭარის პროკურატურამ წელს, 23 ივნისს, შს სამინისტროს ბათუმის სამმართველოს გაუგზავნა.

აჭარის პროკურატურის გამომძიებლის _ დავით ხაზეიშვილის თქმით, საქმე სახელმწიფო დოკუმენტის გაყალბების კვალიფიკაციისკენ წავიდა. მისივე ინფორმაციით, საქმეზე დანიშნულია ხმების დადგენის მიზნით ექსპერტიზა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები აგვისტოს ომის გამო, ოქტომბრის ნაცვლად, 2008 წლის 3 ნოემბერს, ძირითადად, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ბოიკოტის რეჟიმში ჩატარდა. ბოიკოტის მთავარი არგუმენტი მე-13 მუხლი იყო.

რამინ პაპიძე (იურისტი): “თუ დამტკიცდა, რომ კენჭისყრის შემდეგ მიღებული კანონისგან განსხვავებული კანონი გამოქვეყნდა ბეჭდვით ორგანოში, მაშინ სახეზე გვაქვს დანაშაული _ ყალბი დოკუმენტის დამზადება. ეს სისხლის სამართლის კოდექსის 362- მუხლით დასჯადია. იქედან გამომდინარე, რომ ყალბი დოკუმენტის გამოქვეყნებას მოჰყვა მძიმე შედეგი _ მნიშვნელოვანი ზიანი საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვისაც. აქ საუბარია საარჩევნო კანონზე. პასუხი უნდა აგოს მან, ვინც ბეჭდვით ორგანოს მიაწოდა ეს დოკუმენტი. გამოძიების პრეროგატივაა, დაადგინოს, ეს ერთი პირის დანაშაულია თუ ჯგუფური. შეიძლება საქმე გვქონდეს თანამდებობის ბოროტად გამოყენებასთანაც. ამ შემთხვევაში კი პირის პატიმრობის ვადა შესაძლოა რვა წლამდე გაიზარდოს”.

რამინ პაპიძე არ გამორიცხავს, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლებელია, 2008 წლის 3 ნოემბრის არჩევნების შედეგები ბათილად ცნონ, რადგან გამოდის, რომ დეპუტატები გაყალბებული კანონით აირჩიეს.

დგინდება, რომ კანონი კენჭისყრის შემდეგ შესწორდა. თუმცა, სად _ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტში, თუ მთავრობის თავჯდომარემ მოაწერა ხელი კანონს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოსგან არ მიუღია _ გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

თამარ არველაძე (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების იურიდიული მრჩეველი): “იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებით დადასტურდება ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტი, .. ბეჭდვით ორგანოში კენჭისყრის შემდეგ მიღებული კანონის ნორმისაგან განსხვავებული კანონის გამოქვეყნება, სახეზე გვექნება სისხლის სამართლის დანაშაული.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს იმ პირს ან პირთა ჯგუფს, რომელთაც მოამზადეს კენჭისყრის დროს მიღებული კანონის რედაქციისაგან განსხვავებული კანონი ან/და გაყალბებული კანონი გადასცეს ბეჭდვით ორგანოს. ამასთან, შესაძლებელია გამოძიების დროს გამოიკვეთოს სხვა დანაშაულის ნიშნები, როგორიცაა, მაგალითად, თანამდებობის პირის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სხვა. ეს კიდევ უფრო დაამძიმებს დამნაშავეთა პასუხისმგებლობას…”

 

დაბოლოს, ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში, 2001 წლის 4 ნოემბერს, არჩეული აჭარის პარლამენტისა და მეთაურის ლეგიტიმურობაც, ისევე, როგორც 2008 წლის 3 ნოემბერს არჩეული უმაღლესი საბჭოსი, სადავო სწორედ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გამო გახდა. “13” მაშინაც ფიგურირებდა _ დაიბეჭდა გაზეთაჭარას” 2001 წლის 13 ივლისის ნომრის ორი ვარიანტი. ერთში უზენაესი საბჭოს მიერ აჭარის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები და შენიშვნები იყო გამოქვეყნებული, მეორეში _ არა. საარჩევნო კანონმდებლობა კი ეყრდნობოდა სწორედ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის გამოქვეყნების ბოლო ვადაც 13 ივლისი იყო. მაშინდელი ოპოზიცია აცხადებდა, რომ გაზეთის ეგზემპლარი, რომელშიც ცვლილებები იყო გამოქვეყნებული, მოგვიანებით, დანიშნულ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, 13 ივლისის შემდეგ სპეციალურად დაბეჭდეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი