საზოგადოება

თსუ-ს თვითმმართველობის ვიცე პრეზიდენტი: კანონპროექტი უნივერსიტეტის ავტონომიას არღვევს

12 აპრილი, 2016 • 1634
თსუ-ს თვითმმართველობის ვიცე პრეზიდენტი: კანონპროექტი უნივერსიტეტის ავტონომიას არღვევს

თსუ-ს თვითმმართველობის ვიცეპრეზიდენტი პაატა ბახტურიძე ამბობს, რომ განათლების სამინისტროს კანონპროექტი, რომელიც თვითმმართველობის საკითხებს ახლიდან დაარეგულირებს, უნივერსიტეტის ავტონომიურობას დაარღვევს,

პაატა ბახტურიძის თქმით, ახალი კანონპროექტი რეალურად არაფერს ცვლის უნივერსიტეტის თვითმმართველობის მუშაობაში სახელისა და ბიუჯეტის გარდა.

“ამ კანონპროექტის არც არაფერი იცვლება გარდა სახელისა. ერთი მცირედი განსხვავებაა, რომ დღეს თუ თვითმმართველობას არ აქვს მოჭრილი ბიუჯეტი და ცალ-ცალკე პროექტების მიხედვით ითხოვს დაფინანსებას ადმინისტრაციისგან,  ამ კანონპროექტის მიხედვით, ეძლევა მოჭრილი ბიუჯეტი, გეგმური, რომელსაც უმტკიცებს სენატი, ეს არის მხოლოდ ცვლილება”, – ამბობ ბახტურიძე.

თვითმმართველიბის ვიცეპრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ კანონპროექტის შემუშავებაში უნდა ყოფილიყო ჩართული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, და კანონპროექტის ეს ვერსია არ უნდა შეემუშავებინა მხოლოდ სამინისტროს.

ბახტურიძის თქმით, ეს ცვლილები არა მხოლოდ თსუ-ს, არამედ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემას ეხება.

თვითმმართველობის ვიცეპრეზიდენტი სტუდენტების გაერთიანება “აუდიტორია 115”-ს ადამნაშაულებს იმაში, რომ მათ მიმართეს სამინისტროს, ჩართულიყო უნივრსიტეტის შიდა საკითხების დარეგულირებაში.

“უმაღლესი განათლების კანონში არ უნდა იყოს დეტალიზებული საკითხები, როგორიცაა სტუდენტურ კლუბში არჩევის წესი, როგორ და რამდენი წევრი უნდა შევიდეს ცენტრალურ საბჭოში. ეს არის პირდაპირი რღვევა უნივერსიტეტის ავტონომიის. ასეთი საკითხები არის უნივერსიტეტის გადასაწყვეტი. თუ აქვს უნივერსიტეტს ავტონომია, მაშინ უნივერსიტეტმა უნდა გადაწყვიტოს ავტონომიურად, როგორი წარნომადგენლობა უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტს. არასწორია, როდესაც უმაღლესი განათლების შესახებ კანონში გაქვს ცვლილება, რომელიც ლავირების საშუალებას აღარ გაძლევს და გაწერილი გეგმის მიხედვით გიწევს მოქმედება. ეს არის პირდაპირი დანაშაული, რომელშიც, სამწუხაროდ, “აუდიტორია 115”-ის წევრები მონაწილეობენ”, – ამბობს პაატა ბახტურიძე.

პაატა ბახტურიძის თქმით, უმაღლესი განათლების კანონში ისეა დარეგულირებული თვითმმართველობის საკითხი, რომ თვითმმართველობას მოქმედების მეტ შესაძლებლობას აძლევს, შექმნას ისეთი თვითმმართველობა, როგორცი სტუდენტებს სურთ.

განათლების სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტის სამუშაო ვერსია, რომლის მიხედვითაც უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტურ თვითმმართველობებს სტუდენტური კლუბები შეცვლის. ასევე შეიცვლება სტუდენტური კლუბების მართვის მოდელი. შეიცვლება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი