სამართალი

“ნიკორას” მაღაზიაზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული დაკავებულია

5 დეკემბერი, 2015 • 1857
“ნიკორას” მაღაზიაზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული დაკავებულია

შსს-ს ცნობით, თბილისში “ნიკორას” საფირმო მაღაზიაზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნილია და დაკავებულია წარსულში ნასამართლევი, 33 წლის ნუკრი ი.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული 2015 წლის 30 ნოემბერს, ღამით, თბილისში, “ნიკორას” საფირმო მაღაზიაში შეიჭრა, ცეცხლსასროლი იარაღიდან შვიდი გასროლით მაღაზიის დაცვის თანამშრომელი გივი ღ. დაჭრა, ამავე იარაღიდან მოლარის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, 250 ლარამდე ფული გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს და დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მაყუჩიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

მასალების გადაბეჭდვის წესი