სასჯელარსრულების ქსნის დაწესებულებაში ჭადრაკში ტურნირი მოეწყო.
ტურნირში 44-მა პატიმარმა მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულები ოლიმპიური სისტემით გამოვლინდნენ და მათ სიმბოლური პრიზებიც მიიღეს.
პატიმრებისათვის ტურნირი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა და მას ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაშვილი და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მოადგილე პაატა სულაბერიძეც ესწრებოდნენ.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ჭადრაკის ტურნირები სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებებშიც ჩატარდება.