სამართალი

ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

29 თებერვალი, 2024 •
ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

28 თებერვალს ლილოში  ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს. პოლიციის ცნობით, ბრალდებული ო.ც. 21 წლისაა.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ის ზუგდიდში აიყვანეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, ნაცნობ ქალს – 2003 წელს დაბადებულ ქ.ჯ.-ს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა  ო.ც. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი