საზოგადოებასამართალი

„აზიმუტი“ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს

15 მაისი, 2023 • 4015
„აზიმუტი“ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს

ავიაკომპანია „აზიმუტი“, რომელმაც დღეს რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების განხორციელების ნებართვა მიიღო, ცალკე, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს.

კერძოდ, კომპანიის ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას, მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს პირადი მონაცემები, მათ შორის ქვეყანა, რომლის დოკუმენტითაც მგზავრობს. ქვეყნების შორისაა სამხრეთ ოსეთიც და აფხაზეთიც.

„აზიმუტი“ გახდა პირველი რუსული კომპანია, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენის ნებართვა მისცა. კომპანია სანქცირებულია უკრაინის მიერ.

შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ მიმოსვლაზე რუსეთმა 10 მაისს მოხსნა. იმავე დღეს გამოცხადდა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზეც.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი