სამართალი

ოჯახს სურს, ლაზარე გრიგორიადისის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

20 აპრილი, 2023 • 8273
ოჯახს სურს, ლაზარე გრიგორიადისის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

ლაზარე გიროგრიადისის ბაბუამ, გია კალანდაძემ ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ სურვილი აქვთ, ლაზარეს საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

„მე არ ვიცი, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობდნენ ლაზარეს პროცესში. მე მგონია, რომ ამ მუხლებს, რაც ლაზარეს აქვს წაყენებული, ნაფიცი მსაჯულები არ ეხება და თუ შეიძლება, პარლამენტში შევიდნენ ინიციატივით, რომ ეს ცვლილება შევიდეს“, — თქვა გია კალანდაძემ, რომელიც არ ენდობა მართლმსაჯულების არსბეულ სისტემას.

„ჩემი ბიჭი იყო სწორ დროს, სწორ ადგილას და სწორი საქმისთვის იყო იქ. მე არ ვიცი, მართლმსაჯულება როგორ და რანაირად წავა, მაგრამ დიდი იმედი არ მაქვს, რომ ყველაფერი იქნება ისე, როგორც უნდა იყოს“, — თქვა კალანდაძემ.


21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილს ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას.

დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი