სამართალი

ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს

8 თებერვალი, 2023 • 4042
ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს

ადვოკატის განცხადებით, საქართველოს ბანკის ძარცვაში ბრალდებული ბადრი ესებუა დანაშაულს არ აღიარებს

ესებუა აცხადებს, რომ თავდასხმის დღეს საქართველოს ბანკის შენობაში საერთოდ არ ყოფილა.

როგორც ადვოკატი სოსო ჯანაშია „მთავარ არხთან“ აცხადებს, მას შემდეგ, რაც მედიასაშუალებებში მისი სახელი და გვარი გახმიანდა, ესებუას შეექმნა განცდა, რომ მის სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე დამუქრებოდა და ამიტომაც იყო მიმალვაში.

ადვოკატი ჯანაშია ბადრი ესებუას დღეს შეხვდა. ესებუა ჯერ არ ასახელებს, სად იმყოფებოდა ამ დროის განმავლობაში. ადვოკატის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ის იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. ესებუა ამტკიცებს, რომ ჯიქიების ოჯახში, სადაც პოლიციამ აიყვანა, იმავე დღეს მივიდა და მანამდე იქ არ იმალებოდა.

ბადრი ესებუა 8 თებერვალს ზუგდიდში დააკავეს. ესებუას სწორედ ზუგდიდში,  „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წელს შეჭრასა და 43 ადამიანის მძევლად აყვანა ედება ბრალად.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს იძულებას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი