სამართალი

ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

18 აგვისტო, 2022 • 2940
ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ ტელეწამყვანს, ლაშა ნაკაიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

პროცესი დღეს, 18 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში წარიმართება, ვინაიდან განსახილველი საქმე სქესობრივ დანაშაულს ეხება. პროცესის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.

“მთავარი არხის” დილის გადაცემის ყოფილი წამყვანი, ლაშა ნაკაიძე 17 აგვისტოს დააკავეს.

მას პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის მუხლებით. გამოძიების თანახმად, ნაკაიძემ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით – “დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ასევე, სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე”. ტელეწამყვანი ბრალს არ აღიარებს.

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი