სამართალი

ტარიელ ონიანის სასამართლო პროცესი

20 აპრილი, 2010 • • 2011
ტარიელ ონიანის სასამართლო პროცესი

დღეს, რუსულ მედიაში ქვეყნდება მასალები ტარიელ ონიანის სასამართლო პროცესის შესახებ. „კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი, რომელიც ადამიანის გატაცებაშია ბრალდებული, არ აღიარებს დანაშაულს.“–წერს გაზეტა.რუ

ქალაქ მოსკოვის ხამოვკის რაიონული სასამართლო განიხილა ტარიელ ონიანის საქმე. მას შემდეგ რაც პროკურორმა საბრალდებო განაჩენი წაიკითხა, ტარიელ ონიანს დაუსვეს შეკითხვა, აღიარებს თუ არა ის დანაშაულს.

„მე არ ვაღიარებ დანაშაულს“,–ამბობს ონიანი. გარდა ამისა დანაშაული არ აღიარა კიდევ ორმა ბრალდებულმა.

საქართველოს მკვიდრი, 51 წლის ტარიელ ონიანი და 43 წლის სერგო აბუთიძე ბრალდებულები არიან ადმიანის გატაცებაში, ჯგუფურად და ძალის გამოყენებით, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, „გამოძალვა განსაკუთრებით ფართო მასშტაბებში.“ 23 წლის მოსკოველი ალექსეი ზუბარევი, ბრალდებულია ადამიანის გატაცებაში.

გამოძიების ინფორმაციით, ონიანმა, აბუთიძესთან, ზუბარევთან და სხვა თანამზრახველებთან ერთად, 2009 წლის 18 მარტს სმოლენსკის მოედანზე, მოსკოვში გაიტაცა ბიზნესმენი, რომელიც შემდეგ ერთ–ერთ რესტორანში წაიყვანეს. ონიანის მითითებით ცემეს. გამოსასყიდის სახით მათ 500 ათასი დოლარი მოითხოვეს. გატაცებიდან სამი დღე–ღამის მანძილზე ბიზნესმენი ნაქირავებ ბინაში ჰყავდათ. 21 მარტს, 2009 წლის, გამოსასყიდი თანხის ნაწილის,218 ათასი დოლარის მიღების შემდეგ, ბიზნესმენი გაათავისუფლეს– ნათქვამია საქმის მასალებში.

ტარიელ ონიანი საქართველოში, ტყიბულში დაიბადა, პირველად ის 17 წლის ასაკში გაასამართლეს, ქურდობის ბრალდებით. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ის 8–ჯერ მოხვდა, და 10 წელი გაატარა იქ. 1991 წელს ის ევროპაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, მოგვიანებით კი ესპანეთში. რუსეთში ის 2005 წელს ჩავიდა.

გარდა ამისა, გაზეტა.რუ წერს, რომ რუსეთისგან ბრალდებულის გადაცემას ესპანეთი ითხოვს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი