სამართალი

ენმ ისნის 71-ე უბანზე ბიულეტენების ჩაყრაზე საუბრობს და შედეგების გაბათილებას ითხოვს

30 ოქტომბერი, 2021 • 770
ენმ ისნის 71-ე უბანზე ბიულეტენების ჩაყრაზე საუბრობს და შედეგების გაბათილებას ითხოვს

“ნაციონალური მოძრაობა” ისნის 71-ე უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს. როგორც დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა, ოპოზიციის დამკვირვებლებმა ამ უბანზე აღმოაჩინეს ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი და გამოიძახეს პოლიცია.

“ჩვენ ვითხოვთ ამ უბნის შედეგების გაბათილებას. ამ ფაქტის დამადასტურებელი ბევრი მოწმე არის უბანზე, ასევე, მოვითხოვთ ცესკოსგან, რომ ამოიღოს კამერის ჩანაწერი. პოლიციას კი ვთხოვთ, დაიწყოს გამოძიება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით”, — განაცხადა თამარ კორძაიამ.

გარდა ამისა, თამარ კორძაია საუბრობს არაერთ უბანზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არასათანადო ადმინისტრირებაზე, ამბობს რა, რომ მარკირების პროცედურა მიდის ხარვეზიანად, რაც გაყალბებას უწყობს ხელს. მაგალითად, გლდანში, 34-ე საარჩევნო უბანზე მარკირების სითხე დაბანის და გაწმენდის შემდეგ შორდება და ხელზე კვალი არ რჩება. კორძაიას თქმით, იგივე პრობლემებია ვაკის 61-ე და 29-ე საარჩევნო უბნებთან.

საბურთალოს 68-ე იბანზე, კორძაიას თქმით, კომისიის თავმჯდომარემ და თავმჯდომარის მოადგილემ შემაჯამებელ ოლქს წინასწარ მოაწერინეს ხელი, ხოლო გლდანის პირველ უბანში ამომრჩეველს რეგისტრატორმა შემოახაზინა 41 ნომერი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი