სამართალი

საია და კახა კოჟორიძე საყდრისის საკითხზე სასამართლოში იბრძოლებენ

12 იანვარი, 2015 • 1412
საია და კახა კოჟორიძე საყდრისის საკითხზე  სასამართლოში იბრძოლებენ

როგორს საია წერს, 31 დეკემბერს კულტურის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც საიას გამგეობის წევრს, კახა კოჟორიძეს და არქეოლოგ გიორგი გოგოჭურს   ადმინისტრციული საჩივრის განხილვაზე უარი უთხრა. ამ საჩივარში ისინი კულტურული მემკვოდრეობის სააგენტოს მიერ საყდრისი–ყაჩაღიანისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნისა და RMG Gold-ისთვის არქეოლოგიური ობიექტის დაშლა–აღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას ითხოვდნენ.

 

ამონარიდი საიას მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან.
ამონარიდი საიას მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან.

“მიმდინარე კვირაში საია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უკანონო გადაწყვეტილებებს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასააჩივრებს,”– წერია საიას ვებ–გვერდზე.

 

“ასევე გასაჩივრდება ის უკანანო აქტი, რომლითაც არ იქნა განხილული ჩვენი ადმინისტარციული საჩივარი ზემდგომ ადმინისტარციულ ორგანოებში,“– თქვა კახა კოჟორიძემ პრესკონფერენციაზე, რომელიც მან, საიას აღმასრულებელმა დირექტორმა ანა ნაცვლიშვილმა და იურისტმა სულხან სალაძემ გამართეს.

კოჟორიძე, რომელიც სარჩელს ფიზიკური პირის სტატუსით შეიტანს, იხსენებს, რომ  7–8 თვის წინ, როდესაც მათ სარჩელი შეიტანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, კულტურის სამინისტროსა და მთავრობას ქონდა პოზიცია, რომ ისინი  ამ საკითხზე დავისას არასათანადო პირებს წარმოადგენდნენ.

“სასამართლომ ეს პოზიცია არ გაიზიარა და თქვა, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, როდესაც კულტურულ მემკვიდრეობას ეხება საკითხი, აქვს უფლება იდავოს ამ საკითხზე,“– ამბობს კოჟორიძე.

მისივე თქმით, მიუხედავად სასამართლოს ამ პოზიციისა,  12 დეკემბრის შემდეგ, როდესაც მათ კიდევ ერთხელ შეიტანეს ადმინისტრაციული საჩივარი კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, სამინისტრომ კვლავ არ ცნო ისინი დაინტერესებულ პირად.

 

“სასამართლოს არსებობა, როგორც ჩანს, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის არაფერს არ ნიშნავს,“– ამბობს კოჟორიძე.

ის განმარტავს, რომ მათი დავის საგანი ის კი არ არის, უნდა ჰქონდეს თუ არა ლიცენზია RMG Gold–ს, არამედ ის, რომ კომპანიამ საყდრისის ტერიტორიაზე ვერ შეძლოს მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების განხორციელება.

“ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ამ კომპანიამ უნდა შეწყვიტოს საქმიანობა. იფუნქციონიროს, გააგრძელოს თავისი საქმიანობა იმ ძალიან დიდ ტერიტორიაზე, როემელზეც მას ქონდა ლიცენზია. ამ შემთხვეაში, თუ საყდრისის სტატუსი გადარჩება, მათ ექნებათ თუ არა ლიცენზია, ამის მიუხედავად აეკრძალებათ საყდრისთან დაკავშირებით რაიმე სამუშაოს განხორციელება,”– თქვა კახა კოჟორიძემ

ანა ნაცვლიშვილი, სულხან სალაძე და კახა კოჟორიძე საყდრისის საკითხზე გამართულ ბრიფინგზე 12.01.2014
ანა ნაცვლიშვილი, სულხან სალაძე და კახა კოჟორიძე საყდრისის საკითხზე გამართულ ბრიფინგზე 12.01.2014

რაც შეეხება გამოძიებას,  სულხან სალაძის თქმით, პროკურატურას გამოძიება 2014 წლის 14 თებერვალს აქვს დაწყებული, თუმცა გამოძიება მიდის არა არქეოლოგიური ობიექტის დაზიანების ფაქტზე, არამედ სულ სხვა მუხლით.

 

“აქაც ჩნდება კითხვა: წარდგენილი დოკუმენტაცია, როგორც ჩვენ მიერ, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცალსახად მიუთითებდა, რომ ადგილი ქონდა არქეოლიოგური ძეგლის დაზიანებას.  ლოგიკურად ჩნდება კითხვა, რატომ არ მიდის გამოძიება ამ მუხლით და რატომ მიდის სხვა მუხლით,”– ამბობს სულხან სალაძე.

ორგანიზაციაში იმაზეც საუბრობენ, რომ კერძო კომპანიის ინტერესების სასარგებლოდ სასამართლოს იგნორირება ხდება:

 

“სამწუხაროდ, საყდრისი–ყაჩაღიანის ამბავი არის ძალიან ცუდი პრეცედენტი იმისა, როგორ მოხდა საქართველოში არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურება, არამედ კანონის უზენაესობის პრინციპის უგულებელყოფა, სასამართლოს იგნორირება, სამოქალაქო საზოგადოების პოზიციის იგნორირება და კანონის მორგება კერძო კომპანიის ინტერესებთან,”– განაცხადა საიას აღმასრულებელმა დირექტორმა ანა ნაცვლიშვილმა.

 

კოჟორიძე ამბობს, რომ მათ აქვთ ეროვნული მუზეუმის სპეციალისტების მიერ შედგენილი დოკუმენტი, სადაც წერია, რომ მიუხედავად საყდრისზე განხორციელებული აფეთქებებისა, ის, რაც დარჩა, ასევე უნიკალური და ღირებული ობიექტია.

 

ამიტომაც ის დავის გაგრძელებას  გაგრძელებას გეგმავს:

 

“მანამ, სანამ ამ დარგის სპეციალისტები იტყვიან, რომ ის, რაც დარჩა, აფეთქებების მიყუხედავად, არის ღირებული, მანამდე ეს დავა გაგრძლდება,”– განაცხადა კოჟორიძემ.

 

 

საყდრისი 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა.

 

RMG Gold-ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.

 

კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა

 

2015 წლის იანვარში კი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანია RMG Gold–ს ე.წ. საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოზე  წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა 5 წლით გაუგრძელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი