სამართალი

ძმების მკვლელობა 500 ლარისთვის – დაკავებულია სამი პირი

4 იანვარი, 2015 • 1086
ძმების მკვლელობა 500 ლარისთვის – დაკავებულია სამი პირი

 

შს სამინიცტროს ცნობით, „ბრალდებულებმა მათივე ყოფილ თანამშრომლებს 1975 წელს დაბადებულ ალექსანდრე ატარშიკოვს და 1980 წელს დაბადებულ დენის ატარშიკოვს მათსავე  ბინაში ბლაგვი საგნით სხეულის დაზიანებები მიაყენეს და გაგუდეს.

 

შემდეგ გაიტაცეს ,,ჯეო ლიფტის”, სადაც ალექსანდრე ატარშიკოვი მუშაობდა, ოფისის გასაღებები. ბრალდებულებმა მკვლელობის შემდეგ აღნიშნული ოფისი გაქურდეს. გაიტაცეს რკინის მონეტების სახით ფულადი თანხა – 500 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ისინი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ფულადი თანხა და გასაღებები ნივმთტკიცებად ამოიღეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს“.

 

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარებს. (109-ე მუხლი).

მასალების გადაბეჭდვის წესი