სამართალი

შოთაძის თქმით, ახალაიას განაჩენს წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლამდე გამოუტანენ

1 ივლისი, 2014 • • 1219
შოთაძის თქმით, ახალაიას განაჩენს წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლამდე გამოუტანენ

“მიმდინარეობს არსებითი განხილვა და, შესაბამისად, არსებობს საკმარისი ვადა, რომ საქმეზე დასრულდეს არსებითი განხილვა”, – განაცხადა შოთაძემ.

 

შეკითხვაზე, აქვს თუ არა იმედი პროკურატურას, რომ საქმის დასრულება 26 ივლისამდე მოესწრება, როდესაც 9 -თვიანი ვადა იწურება, შოთაძემ უპასუხა:

“ჩვენ არ ვიმედოვნებთ. ეს ასე იქნება.”

 

შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმეთა დაკითხვის ეტაპზეა.

მიმდინარე წლის 12 იანვარს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. რუსთავის N1 დაწესებულებიდან პატიმართა მასობრივი გაქცევის მომზადების აღიარების მისაღებად პატიმრების წამების საქმეზე ბაჩო ახალაიას ბრალი დაუმძიმა. მანამდე კი 7 სპეცრაზმელების წამების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რაც სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა. 


ციხის ბუნტის საქმეზე, კი, 2013 წლის 28 ოქტომბერს, ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულებს სასამართლომ 3 წლით და 9 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნული განაჩენის გამოტანის შემდეგ ახალაია იმ პერიოდში პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.

ახალაიას დაკავებიდან 9 თვე 26 ივლისს შესრულდება.
 
ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია
 

მასალების გადაბეჭდვის წესი