სამართალი

ჭიაბერაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულ თაბუკაშვილს 2 000 ლარის გირაო შეეფარდა

29 მაისი, 2014 •
ჭიაბერაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულ თაბუკაშვილს 2 000 ლარის გირაო  შეეფარდა

წინა სასამართლო სხდომა 2014 წლის 14 ივნისს არის ჩანიშნული. 

 

აღმკვეთი ღონისძიების აღნიშნული ფორმა ბრალდების მხარემ მოითხოვა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა. პროცესს რეზო თაბუკაშვილიც ესწრებოდა.

 

რევაზ თაბუკაშვილთან ერთად შემთხვევის ადგილზე გიო მგელაძეც იმყოფებოდა. მგელაძეს ბრალი არ წარდგენიადა იგი გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დაიკითხა.
 
ჭიაბერაშვილზე თავდასხმა 27 ივნისს, აბაშიძის ქ. #22-ში მდებარე ლიტერატურულ კაფეში მოხდა. ზურაბ ჭიაბერაშვილი ლიტერატურულ კაფეში ნოდარ ლადარიასთან ერთად იმყოფებოდა. ზურაბ ჭიაბერაშვილს თავს დაესხნენ რეჟისორი გიორგი მგელაძე და რეზო თაბუკაშვილი-უმცროსი. 
 
ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, რეზო თაბუკაშვილმი და გიორგი მგელაძე მისმა დანახვამ გააღიზიანა და თავდასხმისას უთხრეს, რომ როგორ ბედავდნენ ისინი ქუჩაში სიარულს.
 
 
“მე და ნოდარ ლადარია ყივავით კაფეში, სადაც ჩვენი და დაახლოებით ალბათ 10-15 წუთის შემდეგ ორი ადამიანი, რომელიც უკვე დადგენილია, ეს არის რეზო თაბუკაშვილი და რეზო მგელაძე, შემოვარდნენ. რეზო თაბუკაშვილს ხელში ეჭირა ჩაის ჭიქა და მდუღარე ჩაი შეასხა ნოდარს სახეზე. მერე ეს ჭიქა ისე, რომ მე ადგომაც ვერ მოვასწარი, ჩამარტყა თავში ორჯერ. როცა წამოვხტი, ჩამარტყა თვალსა და საფეთქელს შორის. ერთადერთი რაც თქვეს, რომ როგორ ბედავთ ქუჩაში სიარულს, როგორ შემოდიხართ საერთო აქ და გაეთრიეთ აქედან”,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 
 

ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ნოდარ ლადარიაზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მიხედვით დაიწყო.

 

120-ე მუხლი გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. კანონის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ზურაბ ჭიაბერაშვილს თავს დაესხნენ, 27/05/2014
ზურაბ ჭიაბერაშვილს თავს დაესხნენ, 27/05/2014

 

მასალების გადაბეჭდვის წესი