სამართალი

პატიმრების წინააღმდეგ წიწაკის გაზისა და სხვა საშუალებების გამოყენება დასაშვები გახდა

16 აპრილი, 2014 • • 1631
პატიმრების წინააღმდეგ წიწაკის გაზისა და სხვა საშუალებების გამოყენება დასაშვები გახდა

შესაბამისად, ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა და ქონების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, ასევე, დაწესებულებაში დანაშაულის ან სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით, კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური დაუმორჩილებლობიას და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით, აღნიშნული სპეციალური საშუალებების გამოყენება დასაშვები გახდა. 


კანონის პროექტის მიხედვით, ხდება რიგი ცვლილებების განხორციელება. კერძოდ, იქმნება ახალი ტიპის დაბალი რისკისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები, რაც შესაბამისად აისახება კონკრეტულ მუხლებშიც. იცვლება არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულებების სახელი და მას ეწოდება არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო სპეციალური დაწესებულება. ამასთან, ქალთა სპეციალური დაწესებულება განისაზღვრა ცალკე მუხლად. იზრდება მსჯავრდებულთა საცხოვრებელი ფართობები, დგინდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლება. 

 

ცვლილებების მიხედვით,  ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა და ქონების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, ასევე, დაწესებულებაში დანაშაულის ან სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით, კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური დაუმორჩილებლობის და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით დასაშვებია სპეციალური საშუალებების გამოყენება. ესენია: ხელბორკილი, დამაწყნარებელი პერანგი, დამაწყნარებელი სკამი, დამაწყნარებელი საწოლი, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, არალეტალური იარაღი, აკუსტიკური საშუალება, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, წყალსატყორცნი, სასამსახურო ძაღლი.

 

კანონპროექტში გაწერილია ის კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის საშუალება უნდა იყოს გამოყენებული. ხელბორკილის გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც პირი წინააღმდეგობას უწევს მოთხოვნას, ან საფრთხეს უქმნის საკუთარი თავის ან სხვათა უსაფრხოებას, ხოლო ცრემლსადენი გაზი მასობრივი არეულობის დროს გამოიყენება. 

 

“პატიმრობის კოდექსის” 57–ე მუხლი ისედაც ითვალისწინებს მსგავს შემთხვევებში პატიმრებთან მიმართებაში სხვადასხვა ნივთების გამოყენებას, თუმცა, მოქმედი კოდექსის მიხედვით, ჩამოთვლილ საგანთა სია გაცილებით მცირეა. მაგალითად,  ხელბორკილი ან დამაწყნარებელი პერანგი:

 

“ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა და ქონების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით დასაშვებია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ხელბორკილის ან დამაწყნარებელი პერანგის გამოყენება, სხვა ბრალდებულთაგან/ მსჯავრდებულთაგან მისი განცალკევება, დროებით სხვა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანა, სამარტოო საკანში მოთავსება არაუმეტეს 24 საათისა”, –  წერია კანონპროექტის პირველ ვარიანტში.

 

მოქმედი კოდექსი არ ითვალისწინებს ისეთი ნივთების გამოყენებას, როგორიცაა რეზინის ხელკეტი ან ცრემლსადენი გაზი.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი