სამართალი

გეგუთის ციხეში მყოფი პატიმრების ოჯახის წევრების აქცია ბათუმში

8 თებერვალი, 2014 • 1398
გეგუთის ციხეში მყოფი პატიმრების ოჯახის წევრების აქცია ბათუმში

 

„ჩემი შვილია გეგუთში, დარეკა, მივიდეს დედაო და ავდექი ლოგნიდან და ჩამოვედი. ვიცი, რომ გეგუთში პირობები ცუდია ძალიან. 11 წელი აქვს მისჯილი, სააპელაციოში გვთხოვეს ფული, მაგრამ არ გვქონდა, სადან, ერთი პენსიით ვცხოვრობ“, – გვითხრა მაყვალა ბაკურიძემ, რომელიც აქციაში მონაწილეობის მისაღებად ორთაბათუმიდან ჩამოვიდა.

 

„მივმართავთ მთავარ პროკურორს, სასწრაფოდ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და უმკაცრესად დაისაჯონ ის ადამანები, ვისაც მოუვიდა აზრად 21-ე საუკენეში ადამანების წამება,“- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ჯემალ დუაძემ.


კითხვაზე, ასახელებენ თუ არა პატიმრები ციხის იმ თანამშრომლების გვარებს, რომელიც მათ ავიწროვებენ, ჯემალ დუაძე ამბობს, რომ ერთ-ერთი მათგანია  „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ბედია, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო სპეცდანიშნულების რაზმს ხელმძღვანელი. დღესაც იგივე ბაჩო ახალაიას მეთოდებით აგრძელებენ მართვას სასჯელაღსრულების დეპარტამენტში და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“,  – განაცხადა ჯემალ დუაძემ.   

 

„ეს არის გამაფრთხლებელ აქცა. გეგუთში ბევრი პატიმარია აჭარიდან.  თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ ადამანების პროტესტს, აქციები უფრო დიდი და მასშტაბური გახდება“, – განაცხადა თამაზ ბაკურიძემ, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

 

 

„მე ვიყავი გეგუთის ციხეში, ყველაფერი დააბრუნეს უკან, მჭადი და ყველი შეუტანეს მარტო. მეუღლე მყავს პატიმარი, ძალიან დასუსტებულია. ძალიან ცუდი მდგომარეობააო, მითხრა, სამი ადამიანია ნაცემიო. ექვსი წლის შვილთან ერთად მოვედი აქციაზე, ვის დავუტოვო. 26-ე ბატალონის ტერიტორიაზე, მოჭედილ ქოხში ვცხოვრობ, ვერ გადავხადე ქირა და იძულებული გავხდი იქ მეცხოვრა“, – ამბობს ზეინაბ გურგენიძე.

 

კითხვაზე, როგორ ახერხებენ პატიმრები ზეწოლის პირობებში მათთან დაკავშირებას, პატიმრების ახლობლები ამბობენ, რომ მათ ტელეფონით უკავშირდებიან და აცნობენ ვითარებას.

 

 

აქციის მიმდინარეობისას ერთ-ერთი პატიმრის ნათესავს დაურეკეს და აცნობეს, რომ გეგუთის ციხეში სპეცრაზმი შევიდა, რამაც აქციის მონაწილეებს შორის მღელვარება გამოიწვია. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია.

 

აქცია დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, აქციის რამდენიმე მონაწილე აქციის გამართვას ქუთაისში გეგმავს.

 

შეგახსენებთ, რომ გეგუთის ციხეში პატმრების გაფიცვაზე გუშინ სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმაც ისაუბრა. მისი თქმით, გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულების გაფიცული მსჯავრდებულები პირობების გაუმჯობესებასა და სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობის შეცვლას ითხოვენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი