სამართალი

საკონსტიტუციო სასამართლო GPB-ის წევრების სარჩელზე

6 თებერვალი, 2014 • 1121
საკონსტიტუციო სასამართლო GPB-ის  წევრების სარჩელზე

 

 

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის მოქმედი წევრები საქართველოს პარლამენტს უჩივიან.  სასამართლო სხდომას დღეს, 6 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი ბორდის 6 წევრი ესწრებოდა.

 

ისინი მიიჩნევენ, რომ ახალი წესის საფუძველზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის  სამეურვეო  საბჭოს დაკომპლექტება ავტომატურად იწვევს ძველი სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, რაც, მათი აზრით, არის სახელმწიფოს მხრიდან დამოუკიდებელი მაუწყებლის საქმიანობაში უხეში ჩარევა და იწვევს საქართელოს კონსტიტუციის 24-ე, 29-ე 30-ე მუხლებით გარანტირებული უფლების დარღვევას.

 

 მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმების  მოქმდებამ შესაძლოა მათ უფლებებს მიაყენოს ზიანი და ამიტომაც საკონსტიტუციო სასამართლოს სადავო ნორმების ამოქმედების შეჩერებას მანამ სთხოვენ, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს საკონსტიტუციო სასამართლო.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა ამ საქმეს წარმოებაში სასამართლო განსახილველად. 

 

საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოში, „ბათუმელებთან“ კომენტარი ამ საქმეზე არ გააკეთა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი