როგორც ორგანიზაცია „იდენტობის“ იურისტი ამბობს, აღნიშნული ბრძანებების ახალი დებულებები კიდევ უფრო დისკრიმინაციულია, რადგან ამჯერად მსმ პირებს სამუდამოდ ეკრძალებათ სისხლის დონორობა. (მსმ – კაცები, რომლებსაც გააჩნიათ სექსუალური პრაქტიკა კაცებთან. აივ/შიდსის მკვლევარები ამ ტერმინს იყენებდნენ იმ კაცების მიმართ, რომლებსაც სექსი აქვთ კაცებთან, თუმცა საკუთარი თავის ჰომოსექსუალად იდენტიფიკაციას არ ახდენენ.)
იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ბრძანებების დისკრიმინაციული დებულებები არ იქნება გაუქმებული, ორგანიზაცია „იდენტობა“ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით ისევ მიმართავს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს 2013 წლის 8 ოქტომბერბრის ბრძანების (№01-39/ნ )არაკოსნტიტუციურობას მოითხოვს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი მრჩეველი გიორგი სულხანიშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დავით სერგეენკოს ახალი ბრძანებულების არაკონსტიტუციურობაზე იმ შემთხვევაში იმსჯელებს, თუ სასამართლოში ახალი სარჩელი შევა.