განცხადება მარიკა ფხალაძემ “პრაიმ თაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ადვოკატის თქმით, ვატო ყიფიანი თავდაცვის ექსმინიტრმა ბაჩო ახალაიამ ყოფილი ციხის უფროსის, ლაშა ბრეგვაძის ცემაში უსამართლოდ დაადანაშაულა:

“ლაშა ბრეგვაძეს მისი ცემის დამკვეთად არ დაუსახელებია ვატო ყიფიანი. არც დანარჩენ სამ პირს, ვინც დღესდღეობისთ არიან დაკავებულები. ციხიდან ბაჩო ახალაია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ეს არის განხორციელებული ვატო ყიფიანის მიერ. შეგვაქვს განცხადება, რომ ის დაკითხოს და თქვას, საიდან მიიღო მან ეს ინფორმაცია. პროკურატურას ვთხოვთ, ბაჩო ახალაიამ პასუხი აგოს ცრუ დასმენისთვის და დანაშაულის ჩადენაში ცრუ ბრალდებისათვის. ეს არ არის პატარა ბრალდება. ახალაია ამბობს, რომ ვატო ყიფიანის მეთაურობით მოხდა ეს საშინელი ფაქტი. ”
მარიკა ფხალაძის განცხადებით, ახალაიას, მერაბიშვილს და სააკაშვილს აქვთ პათოლოგიური შიში, რომ ეს ადამიანი დაბრუნდება საქართველოში: “ისინი ცდილობენ საზოგადოებას მიაწოდონ მცდარი ინფორმაცია, რომ დღევანდელი ხელისუფლება ვეღარ აკონტროებს კრიმინალებს და საზღვარგერეთ მყოფი კრიმინალები მართავენ სიტუაციას.”
გიორგი გუდაძე, გიორგი ჩხეიძე და ლევან კვარაცხელია 16 ოქტომბერს რუსთავის მე-17 ციხის ყოფილი უფროსის ლაშა ბრეგვაძის ცემის ფაქტზე დაკაავეს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის მე–2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით, რაც გულისხობს ძალადობას.
ციხის ყოფილი უფროსის ცემის ფაქტს “ფეისბუქზე” გამოხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილი, რომელთა თქმით, ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება ლაშა ბრეგვაძეზე, რომელიც ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს მუშაობდა სასჯელაღსრულების სისტემაში.
ლაშა ბრეგვაძე სასჯელაღსრულების სისტემაში თანამდებობაზე 2006 წლიდან მუშაობს, როდესაც აღნიშნულ უწყებას ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა. შემდეგ ის იყო სასჯელაღსრულების #17 დაწესებულების უფროსი. მისი მხრიდან არაადამიანური მოპყროიბის თაობაზე ღიად არაერთ პატიმარს აქვს გაცხადებული, ეს ფაქტები სხვადასხვა დროს ასახულია სახალხო დამცველის ანგარიშშიც.







