სამართალი

კბილაშვილი: ჟვანიას ცხედრის ექსგუმაცია მოხდება

18 ოქტომბერი, 2013 •
კბილაშვილი: ჟვანიას ცხედრის ექსგუმაცია მოხდება

ამის შესახებ არჩილ კბილაშვილმა სასტუმრო “რედისონში” მთავარი პროკურატურის სამომავლო გეგმების პრეზენტაციამდე განაცხადა: 

 

“ყველა ადამიანი დაკითხულია, მათ შორის ნათელა მოდებაძე. ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსგუმაციის თარიღი გარკვეული არ არის. ეს საქმე გაიხსნება და ყველა მალე გაიგებს სიმართლეს.”

 

ნათელა მოდებაძემ 2013 წლის 16 ოქტომბერს ტელეკომპანია “ტვ 3”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მან დაინახა, თუ როგორ შეიტანეს პრემიერ-მინისტრის ცხედარი იმ სახლში, სადაც 3 თებერვალს გაცხადებული ვერსიით, ზურაბ ჟვანია გაზით გაიგუდა.  

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრი ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა. მისი და ქვე­მო ქარ­თლის რწმუ­ნე­ბუ­ლის მო­ად­გი­ლის, რა­ულ იუ­სუ­პო­ვის გვამები თბილისში, ერთ–ერთ კონსპირაციულ ბინაში იპოვეს. ოფიციალური ცნობით, ისინი გაზის გამათბობლიდან გამოჟონილი მხუთავი აირით დაიღუპნენ. ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსია მისმა ოჯახმა ბოლო წლებში ეჭვქვეშ დააყენა

 

2012 წლის ოქტომბერში მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება ხელახლა დაიწყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი