სამართალი

არჩილ კბილაშვილი: პროკურატურაში 33 პროცენტით განახლდა პერსონალი

18 ოქტომბერი, 2013 •
არჩილ კბილაშვილი: პროკურატურაში 33 პროცენტით განახლდა პერსონალი

შეხვედრის გახსნის დროს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პროკურორად დაინიშნა და მის მერე ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა. კერძოდ, მან ისაუბრა პერსონალის განახლბაზე:

 

არჩილ კბილაშვილი
არჩილ კბილაშვილი

“33 პროცენტით განახლდა პერსონალი. ის ადამიანები შეიცვალნენ, ვინც სისხლის სამართლის გენერირებაში მონაწილეობდა.”

 

კბილაშვილის თქმით, პროკურატურა დღეს ბევრად გახსნილი და ტრანსპარენტულია. 

 

კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც, ასევე, ესწრება შეხვედრას:

 

“კარგად ვიცი, როგორი მძიმე წარსული გვქონდა სახელმწიფო სტრუქტურებს და გასაგებია, რომ ძალიან მკაცრი მოთხოვნა არსებობს. რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს თანამშრომლების შეცვლაც, მაგრამ ძირითადად მნიშვნელოვანია შეიცვალოს მთლინად დამოკიდებულება – იყოს გამჭვირვალე პროკურატურა და სამართლიანობის განცდა არსებობდეს საზოგადოებაში.”

 

პროკურატურის საქმიანობის შესახებ კომენტარი გააკეთა მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილმაც. სამი ძირითადი პრიორიტეტიდან, რომელიც მნიშვნელოვანია პროკურატურისთვის, მან სანდოობა გამოყო:

 

“მოდი, შევხედოთ სიმართლეს თვალებში, არის თუ არა დღეს მაღალი ნდობა საზოგადოების მხრიდან პროკურატურის მიმართ? ამის დეფიციტი ნამდვილად არსებობს. ნდობას სჭირდება ბევრი მუშაობა, შრომა, კომუნიკაცია. რატომ არ გვაქვს ჩვენ დღეს ეს ნდობა? 20 წლის განმავლობაში საქართველოს პროკურატურა მაინც ახერხებდა სახელმწიფოს ადვოკატირებას, ივიწყებდა მოქალაქეებს. თუმცა არც დღეს უზრუნველყოფს ის სრულფასოვნად ადამიანების ადვოკატირებას. საჭიროა  მაღალი ხარისხით დაიცვან ადამიანის ინტერესები და იყვნენ ადამიანის ადვოკატები. მე შეგნებულად არ ვამბობ დღეს ნდობის აღდგენას, იმიტომ, რომ არ მახსენდება ისეთი პერიოდი, როდესაც ეს ნდობა არსებობდა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი