სამართალი

სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს

14 მარტი, 2013 • 3278
სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს

მიხეილ ღურწკაია 2002-04 წლებში მუშაობდა უშიშროების სამინისტროში, შემდეგ – შს სამინისტროში. 2004 წლიდან მუშაობდა სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსად. 2006-07 წლებში იყო თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი. 2007-08 წლებში კი, ევროკომისიის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმის პროექტის სასჯელაღსრულების ექსპერტი.

 
 
მიხეილ ღურწკაია
მიხეილ ღურწკაია

2009-10 წლებში ღურწკაია მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს იურიდიული სამსახურის იურისტად, 2011 წელს იყო არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე.

 
 
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან მაია ხასია გუშინ გადააყენეს, რის შემდეგაც იგი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის უფროსად დანიშნეს.
 
 
“ნეტგაზეთის” წყაროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მაია ხასიას სასჯელაღსრულების გენერალური ინსპექციის უფროსი მირზა სუბელიანი დაუპირისპირდა, რომელიც ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე რუსთავის რაიონული პროკურორისა და მარნეულის პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სამინისტროში სუბელიანისა და ხასიას დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი