სამართალი

სასჯელაღსრულების სამინისტროს განმარტება მაია ხასიას გათავისუფლებაზე

13 მარტი, 2013 • 1092
სასჯელაღსრულების სამინისტროს განმარტება მაია ხასიას გათავისუფლებაზე

“ამას ვერ დავარქმევთ გათავისუფლებას, ის დარჩა სისტემაში, ვინაიდან არის საკმაოდ საინტერესო და ფასეული კადრი. დიდი გამოცდილება აქვს ტრენერად მუშაობის და მასზე უკეთ სასწავლო ცენტრს ვერავინ უხელმძღვანელებს. ეს არის ჩვეულებრივი რამ. როდესაც აყალიბებ მენეჯმენტს, ალაგებ პრიორიტეტებს. ამ შემთხვევაში, იქ სადაც სუსტი რგოლი იყო, ქალბატონი მაია, როგორც პროფესიონალი, იქ გადავიყვანეთ,”- აცხადებს  ირაკლი კორძაია, სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. 

 

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ხასიას აღნიშნული პოსტიდან დათხოვნა მის დაპირისპირებას სასჯელაღსრულების გენინსპექციის უფროსთან, მირზა სუბელიანთან, კორძაია ამბობს, რომ ეს ჭორია. 

 

ვინ შეცვლის მაია ხასიას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამაზე ჯერ მსჯელობენ. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი