სამართალი

ირაკლი ფირცხალავა ბუტა რობაქიძის საქმეზე ფირების ექსპერტიზამდე აღარ ისაუბრებს

21 თებერვალი, 2013 • • 1045
ირაკლი ფირცხალავა ბუტა რობაქიძის საქმეზე ფირების ექსპერტიზამდე აღარ ისაუბრებს

“ვიდრე ექსპერტიზის შედეგები არ დაიდება, ამ საკითხზე აღარ ვისაუბრებ. ჩვენების მიცემას არასოდეს არ ვარიდებდი თავს. ჩემმა ადვოკატმაც ხომ განაცხადა, რომ დუმილის უფლება გამოვიყენე,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ირაკლი ფირცხალავამ.

 

ირაკლი ფირცხალავას გუშინ საღამოს პროკურატურაში კითხავდნენ. ფირცხალავას ადვოკატმა დარეჯან გილაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროკურატურამ ირაკლი ფირცხალავას შესთავაზა, გამოძიებისათვის მიეცა ჩვენება როგორც ბრალდებულს, რაზეც მან უარი განაცხადა და დუმილის უფლება აირჩია: “ფირცხალავა თავს დამნაშავედ არ ცნობს და მზად არის მედიასთან კომენტარი მხოლოდ ფირისთვის ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გააკეთოს.”

დარეჯან გილაშვილის განცხადებით, პროკურატურაში მოხდა ფირის მეხსიერების ბარათის დალუქვა და დოკუმენტი მზად არის ექსპერტიზაზე გადასაგზავნად.

 

ბუტა რობაქიძის მკვლელობის ამსახველი ფირები, რომელიც ირაკლი ფირცხალავას აღმოაჩნდა, 2013 წლის 18 თებერვალს ტელეარხებით გავრცელდა.


მასალების გადაბეჭდვის წესი