სამართალი

თინა ხიდაშელი: გურამ დონაძე ფარავდა იმ დანაშაულს რომელიც რეალურად მოხდა

19 თებერვალი, 2013 • • 1505
თინა ხიდაშელი: გურამ დონაძე ფარავდა იმ დანაშაულს რომელიც რეალურად მოხდა

ეს განცხადება ხიდაშელმა ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემა “პოლიტმეტრში” გააკეთა. 

 

“ეს მასალა შემოგვაჩეჩეს ისე, რომ უნდათ, რომ დავიჯროთ, როგორც რეალობა. ეს კადრები გვაჩვენა იგივე ტელევიზიამ დღეს, რომელმაც გვაჩვენა ფილმი “ნოემბრიდან ნოემბრამდე”. კიდევ ერთხელ შეეცადა გაეყალბებინა  სიმართლე და საზოგადოებისათვის შეექმნა იმიჯი. ყველას დავუმტკიცებ, როგორც იურისტი, რომ ამას არაფერი საერთო არ აქვს იმასთან, რა გაფორმებაც მისცა რუსთავი2–მა. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათ ასვე გვითხრეს, რომ ეს არ არის სრული მასალა”– განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი

“ვინც იურისტია და ამ პროფესიის მატარებელია და ამ მასალას უყურა, მისთვის ნათელია, რომ ეს გაყალბებულია. ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც ბიჭები მიწაზე წვანან, დროის ძალიან მცირე მონაკვეთში,  5–8 წამში იცვლება ბიჭების მდგომარეობა. ჩვენ ვხედავთ თავიდან ბიჭების განლაგებას, როცა ისინი დააწვინეს მიწაზე და რამოდენიმე წამის შემდეგ ეს განლაგება იცვლება. თუ ეს არის უწყვეტი მასალა, ეს არის შეუძლებელი. შეუძლებელია, ახალგაზრდა იწვეს მანქანის ბოლოში და ორი წამის შემდეგ მანქანის კარებთან. ეს არის შეცვლილი მდგომარეობა და ის მომენტია, როცა ჩნდება იარაღი” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

მისი თქმით, დღეს ცდილობენ საზოგადოებას შეუქმნან შთაბეჭდილება, რომ იქ იყო იარაღი:”ანუ ბრალდება იმის შესახებ, რომ იარაღი ჩაყარეს, არის ტყუილი. კატეგორიულად ვაცხადებ, სრული პასუხისმგებლობით, რომ ამ კადრებით არაფერი მსგავსი არ დადასტურებულა. ბატონ ფირცხალავას და ბატონ დონაძესაც კატეგორიულად ვაფრთხილებ, რომ ტონი შეიცვალონ  და მუქარის ტონით ნუ ელაპარაკებიან ნურავის. ჩვენ დღეს ვნახეთ მათი განცხადებები. გურამ დონაძეს მკვლელი ამ საქმეში არ უწოდეს. მას სხვა საქმე აქვს, სადაც ეს დასამტკიცებელი აქვს – სანდრო გირგვლიანის საქმეში. აქ მას საქმის გაყალბებაში მხარდეჭერა ედება ბრალად. იმაში, რომ ფარავდა იმ დანაშაულს, რომელიც რეალურად მოხდა. მკველელობას მას სხვაგან ედავებიან. მკვლელობის შეკვეთას, ორგანიზებას და მერე მის დაფარვას.” 

 

თინა ხიდაშელის განცხადებით, რაც შეეხება იარაღის ჩაყრას, ისმის ვიღაცის ხმა სამ–ოთხჯერ, რომ “კალაშას აბრეზი” დევს: “მერე მიდის კამერა და ამას იღებს. ჩვენ არ გვინახავს მასალაში კალაშნიკოვი მართლა იდო თუ არ იდო. ჩვენ ვნახეთ ბევრი პოლიციელი, კადრს მიღმა პოლიციელი, რომელიც ხაზგასმით ამბობს, რომ დევს იარაღი და შემდეგ გადაღებული კადრი. ” 

 

თინა ხიდაშელის თქმით, ბუტა რობაქიძის საქმეში არსებობს ბევრი საინტერსო ჩვენება, რომელსაც საზოგადოება გაიგებს.

 

“გამოძიება მიდის ბოლოსკენ. ჩვენებები გამყარებულია ფაქტობრივი მტკიცებულებებით. როცა ძალიან დავიწროვდა გარემო რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის მიმართ, რომელიც უშულოდ პასუხისმგებელი იყო იმაზე, რომ ამ საქმეზე ჭეშმარიტება დადგენილიყო, ამიტომ გაჩნდა ეს ვიდეომასალა და ცდილობენ თავიდან შექმნან მორიგი ვიდეოზღაპარი. ზღაპარი, რომ ყაჩაღები მიდიოდნენ სადღაც, პოლიციამ გააჩერა, გაისროლა და შედეგად ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა, არ გამოვიდა. ამიტომ ახალი ზღაპარი შემოგვთავაზეს დღეს, რომელიც ვიზუალუარდ გააფორმეს, რომ ორმხრივი სროლა არ ყოფილა, რეალურად მოხდა პოლიციელის მხრიდან გასროლა, მაგრამ იქ იარაღი არავის არ ჩაუყრია და, შესაბამისად, არავისი პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს. კაცი, რომელმაც ისროლა, გავასამართლეთ “– განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

მისი თქმით, ამ კადრების არსებობა ადასტურებს იმას, რომ დამნაშავეებს ჰყავდათ მფარველები და ხელს უშლიდნენ გამოძიებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი