სამართალი

სოსო რობაქიძე: დღევანდელ კადრებში ვნახე, თუ როგორ მოკლეს ჩემი შვილი

19 თებერვალი, 2013 • • 1451
სოსო რობაქიძე: დღევანდელ კადრებში ვნახე,  თუ როგორ მოკლეს ჩემი შვილი

ეს განცხადება მან ტელეკომპანია “რისთავი2″–ის ეთერში, გადაცემა “პოზიციაში” გააკეთა.

“დღევანდელ კადრებში ერთი რამ ვნახე მხოლოდ ახალი, თუ როგორ მოკლეს ჩემი შვილი. ეს კადრები არ მქონდა ნანახი, თუ როგორ ცოცხლობს იქ, როგორ სუნთქავს და არავინ არ შველის. დანარჩენი რაც ვნახე, ის იარაღები, ეს არის ვახო კომახიძის ფილმში “მადლობა პატრულს” და მეორე ფილმში “ქალაქში მკვლელია, იგი პრეზიდენტია”, ეს არის იგივე კადრები. ახლა შეიძლება წავიდეს საუბარი იმაზე, ეს კადრები გაყალბებული არის თუ არ არის. ის გასროლა, ერთი გასროლა არის გაყალბებული. იმიტომ, რომ მე მაქვს სასამარლოს დასკვნა, რომ ბაშალეიშვილის იარაღიდან ორი მასრა არის ამოღებული. ერთი, პირველი გასროლის, რამაც ბუტა მოკლა და მეორე, რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა უთხრეს, რომ თუ რატო მოკლა ბუტა, გამაფრთხილებელი გასროლა.  არადა ყველა ქვეყანაში გამაფრთხილებელ გასროლას აკეთებენ და მერე კლავენ, თუ არის მოსაკლავი”– განაცხადა სოსო რობაქიძემ. 

ბუტა რობაქიძე
ბუტა რობაქიძე

მისი თქმით, მას სურს ნახოს ბოლომდე, თუ რატომ ესროლეს ბუტას: “იღლიაში აქვს მოხვედრილი ტყვია ჩემს შვილს და არის ამის ექსპერტიზის ცნობა. ის იდგა ხელაწეული, როცა ბავშვებს აგინებდა პატრული და შეურაცხყოფას აყენებდა. 18–19 წლის ბიჭისთვის დედის გინება ძალიან დიდი შეურაცხყოფაა. 52 წლის კაცი ვარ და მე არ ვაპატიებ არავის. ეტყობა, ბავშვი მოუბრუნდა, რატო მაგინებო და ბაშალეიშვილმა გასროლა გააკეთა. ეს არ იყო გავარდნა. მე ეგ იარაღი, რომლითაც ბაშალეიშვილმა გასროლა მოახდინა, ეგ იარაღი ხელში მეჭირა და თვითონ იარაღს აქვს ძალიან დიდი ლუხტი. თუ ბოლომდე არ დააჭერ ხელს, იარაღი არ ვარდება. ეს არის იზრაელის გამოშვების სისტემის იარაღი. დღეს ვინც არ უნდა ილაპარაკოს იმაზე, რომ ეს განსაკუთრებული კადრებია, არ დავეთანხმები. მკვლელს ჟურნალისტები ბოლომდე მანქანაში ჰყავდა და  გადმოვიდნენ, ორ–სამ წუთში მოახდინა გასროლა. კადრებში ჩანს, რომ 4–5 წუთში მოვიდა პატრულის 50–მდე მანქანა, რაც შეუძლებელია. თან ლენტია გაბმული, ამას 15–20 წუთი დასჭირდებოდა.”

 

სოსო რობქიძის განცხადებით, ის გამოძიებას ენდობა, რადგან ყველა დაკითხულია: “დონაძეს ერთი რამ გამოეპარა, რომ სასწრაფო მივიდა 5 წუთში, ექიმმა მისცა ჩვენება, რომ იქ იარაღი არ უნახავს. სასწრაფო არ მიუშვეს ჩემს შვილთან, რომელიც 15–20 წუთი იყო ცოცხალი. ექიმის ჩვენება დებს საქმეში.”

 

სოსო რობაქიძის განცხადებით, ბუტას მეგობრები ვერ დაიჭირეს იმავე დღეს, რადგან სასამართლომ იარაღზე მათი ანაბეჭდები ვერ აღმოაჩინა: “თუმცა ისინი მოგვიანებით ზურაბ ადეიშვილის და იარკლი ოქრუაშვილის ბრძანებით დააკავეს.”

 

სოსო რობაქიძე გამოთქვამს ეჭვს, ბუტას მკვლელობის საქმე იმიტომ გაყალბდა, რომ კრიმინალური პოლიცია და პატრული ერთმანეთს დაუპირისპირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი