სამართალი

ბუტა რობაქიძის მკვლელობის კადრები გავრცელდა

19 თებერვალი, 2013 • 1689
ბუტა რობაქიძის მკვლელობის კადრები გავრცელდა

როგორც გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, მისი გადაღება გასროლამდე რამდენიმე წამით ადრე არის დაწყებული. მასზე ჩანს ცეცხლსასროლი იარაღი იმ მანქანაში, სადაც ბუტა რობაქიძე და კიდევ რამდენიმე პირი იმყოფებოდა. 

 

ვიდეომასალაში ჩანს ასევე, რომ დაჭრილი რობაქიძისთვის პოლიცია სასწრაფოს იძახებს.

 

გარდა ამისა, კადრებიდან ირკვევა, რომ პატრულის თანამშრომლები დაკავებულებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

 

ფირცხალავა ამბობს, რომ პასუხისგებაში უნდა მიეცნენ პატრულის ის თანამშრომლები, რომლებმაც მისცეს ჩვენება, რომ მათ მანქანაში იარაღი არ დაუნახავთ. 

 

„ჩემ მიერ ჩატარებული გამოძიების დროს დავადგინე, ამ მანქანაში მჯდომი ადამიანებიდან არც ერთი არ იყო ბუტა რობაქიძის მეგობარი, ბუტა რობაქიძე ამ მანქანაში შემთხვევით არს მოხვედრილი. ეს მანქანა შუადღეზე დიანახეს დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ჩხუბის დროს.”

 

მისი თქმით, მანქანის გაჩერება პატრულის მიერ სწორედ ამ მიზეზით მოხდა.


“ზაფხულში ცნობილი გახდა ჩემთვის, რომ ვახტანგ კომახიძის სახელით რაღაც ჯგუფი თბილისში სარფიანად აპირებდა გაეყიდა ეს კადრები. მაშინ მე ყურადღება არ მივაქციე ამას. მე მოვიპოვე ეს კადრები, უმძიმესი კადრები და მოვიტანე პროკურატურაში. არ ვენდობი მათ და არ ვიცი, რა ბედი ეწევა მათ.”


ფირცახალავა ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ მისცეს პატრულის თანამშრომლებმა ჩვენება, რომ ეს ადამიანები შეუიარაღებლი იყვნენ. 


ფირცხალავა ამჟამად დაკითხვაზე მთავარ პროკურატურაში იმყოფება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი