სამართალი

შსს–მ აჭარაში მომხდარი მკვლელობა გახსნა

21 იანვარი, 2013 •
შსს–მ აჭარაში მომხდარი მკვლელობა გახსნა

“ხელვაჩაურის რაიონის სოფელ განთიადში მცხოვრები, 1986 წელს დაბადებული მანუჩარ დოლიძე ამავე რაიონის სოფელ ახალშენში ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა. საღამოს, დაახლოებით 18:00 საათზე,  იმ სახლთან, სადაც დოლიძე იმყოფებოდა, რომან შ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე რამდენიმე თვითმხილველის თვალწინ იგი  მუცლის არეში დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლით აღიძრა. შსს–ს ინფორმაციით, დაკავებული ამ დროისთვის ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი